103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 02.02.2023

კანადის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ქვეყანაში ათი ათასი უიღურის განსახლების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ორი წლის განმავლობაში ჩინეთის რეგიონ სინიანიდან ათი ათასი უიღური ლტოლვილი მიიღოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. უიღურების კანადაში გადასახლება, რეზოლუციის თანახმად, რეკომენდებულია დაიწყოს 2024 წელს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "უიღურები და სინიანის სხვა მკვიდრი თურქულენოვანი თემების წარმომადგენლები, რომლებიც მესამე ქვეყნებში გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნების მიზნით ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას... Читать дальше...

“ახალი გზა სამხრეთ ოსეთიდან მარცხნივ” და “ტანგო ორისთვის” - რას და როგორ განიხილავენ აბაშიძე და კარასინი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან 1 თებერვალს გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა, დამატებით კითხვებს აღარ პასუხობს.

მელია ხაბეიშვილზე: ვშიშობ, არ აღმოჩდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შესახებ ილაპარაკა „TV პირველის" ეთერში მისმა წინამორბედმა ნიკა მელიამ. როგორც ის ამბობს, შიშობს, რომ ხაბეიშვილი არ აღმოჩნდეს არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში.  „მე ნამდვილად არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის, ერთ-ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის... Читать дальше...



„ძლიერი ზეგავლენა საქართველოს მომავალზე“ - როგორ აღიქვამს "ოცნება" საერთაშორისო მესიჯებს სააკაშვილზე

Radiotavisupleba.ge 

2 თებერვალს, ევროპარლამენტში, საგანგებო დებატებისას  ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება. დებატებს რეზოლუციის დამტკიცება მოჰყვება.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთის ტანკებზე პასუხი მოეპოვება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ „ლეოპარდებზე“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 თებერვალს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას. პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ გახდა იძულებულია მოიგერიოს „კოლექტიური დასავლეთის აგრესია“. მან ასევე განაცხადა რაღაც ნაცისტური იდეოლოგიის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. მისი თქმით, რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება. Читать дальше...

რუსეთი აძლიერებს არმიას და ემზადება შეტევისთვის - უკრაინის გენერალური შტაბი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აძლიერებს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ თავის ჯარებს და ემზადება შეტევისთვის, - ამის შესახებ ფრონტზე შექმნილი სიტუაციის შესწავლის შემდეგ, 2 თებერვალს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა. "მტერი აგრძელებს აქტიურ დაზვერვას და გარკვეულ ადგილებში შეტევისთვის სამზადისს, იღებს ზომებს თავისი ჯარების გასაძლიერებლად. შეტევითი მოქმედებები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. მტერი განიცდის მძიმე დანაკარგებს, განსაკუთრებით პირადი შემადგენლობის მხრივ. ფრონტის სხვა მიმართულებაზე ოკუპანტები თავს იცავენ"... Читать дальше...

ნაკლები შემოსავალი, მეტი გადასახადი, გაუმართავი აპლიკაცია - კიდევ რას და რატომ აპროტესტებენ "ბოლტის" მძღოლები

Radiotavisupleba.ge 

"ბოლტის" პარტნიორი მძღოლები საპროტესტო აქციებს მართავენ 2023 წლამდე არსებული ტარიფების დაბრუნებისა და საკომისიოს შემცირებით მოთხოვნით. 5 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისში ისინი ამ წელს უკვე მესამედ შეიკრიბებიან.

დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ მესაზღვრეებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლის, ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ წნელისში ჩავიდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი. ალან გაგლოევი იქ მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს შეხვდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაგლოევს თან ახლდნენ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი და კგბ-ს ე.წ. სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიან ალიხანტი. ვალერიან ალიხანტიმ დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ საზღვრის ამ მონაკვეთზე ოპერატიული ვითარება მოახსენა. Читать дальше...



ნავალნის გუნდმა ევროპაში აღმოაჩინა იმ რუსი პოლიტიკოსების ვილები, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ და პუტინს აქებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება იმის თაობაზე, თუ ევროპის რომელიც ქვეყნებში დადიან მივლინებებში და სად ფლობენ უძრავ ქონებას რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატები, რომლებიც საჯარო გამოსვლებში აკრიტიკებენ ნატოს და აქებენ პრეზიდენტ პუტინს.  მათ შორის არის რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატი სახელმწიფო სათათბიროში, ოლეგ მოროზოვი, რომელმაც ახლახან რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა „არასასურველი პირის“ სტატუსის მიანიჭოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. Читать дальше...

ინტენსიური თოვის გამო ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე შეზღუდვებია

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის ვლადიკავკაზთან დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოუწოდებს სატვირთო მანქანების მძღოლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ. მეორე დღეა ინტენსიურად თოვს როკის გვირაბთან, სწორედ ამ ადგილას წესდება შეზღუდვა. „ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე თოვლია. მძიმე სატვირთო მანქანების მძღოლებმა უნდა გამოიყენონ ჯაჭვები, მათ გარეშე ვერ მოახერხებენ მოძრაობას“, - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. Читать дальше...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის მიღებას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ხუთშაბათს კიევში ვიზიტისას განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქს ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან და სხვა ევროკომისრებთან ერთად ესტუმრა. სხვა ზომებს შორის, რომელთა დამტკიცებასაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში აპირებს... Читать дальше...

ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა გადაწყვიტა, აღარ დაბრუნდეს ავსტრიაში რუსეთის აგენტებისგან მომდინარე საფრთხის გამო

Radiotavisupleba.ge 

საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა, რომელიც, კერძოდ, ცნობილია სერგეი სკრიპალისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებით, გადაწყვიტა არ დაბრუნდეს ავსტრიაში, სადაც დაახლოებით 20 წელი ცხოვრობდა. გროზევი შიშობს თავის უსაფრთხოებაზე და აცხადებს, რომ ვენაში ბევრი რუსი აგენტია. ამის შესახებ წერს ავსტრიული გამოცემა Falter-ი სტატიაში სათაურით: "ადამიანი, რომელზეც პუტინის დაქირავებული მკვლელები ნადირობენ“. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გროზევს სადაზვერვო სამსახურში მყოფმა მისმა წყაროებმა აცნობეს. Читать дальше...

ტანკების შემდეგ თვითმფრინავები: როგორ დაეხმარებოდა F-16-ები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ?

Radiotavisupleba.ge 

ერთ დროს წარმოუდგენელი ჩანდა, რომ გერმანია და აშშ თავიანთ ყველაზე ძლევამოსილ ტანკებს გაუგზავნიდნენ უკრაინას. თუმცა დასავლეთმა ერთიანობა შეინარჩუნა და პუტინის პროვოცირებაზე ღელვაც გვერდით გადადო. ახლა უკრაინის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სასწრაფოდ სჭირდება დასავლური სამხედრო თვითმფრინავები.

მაია სანდუ: სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერზე აქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს, რომლებზეც მისი ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას. „მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის წამებით სიკვდილის პირას მიყვანა მიუღებელია ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“... Читать дальше...

გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

News.ge 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ 2022 წელი გამოწვევებით სავსე, თუმცა მოსალოდნელზე პროდუქტიული აღმოჩნდა. პოსტპანდემიურ მოცემულობას რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული გლობალური კრიზისი დაემატა. კომპანიაში ამბობენ, რომ დაბრკოლებების გადალახვაში სწორი ბიზნესსტრატეგია დაეხმარათ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ განმარტავენ, რომ კარგად აქვთ შესწავლილი მომხმარებლის ქცევა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა 2022 წლის წარმატებით დასახურად. არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, კომპანიაში... Читать дальше...

ნინო სამხარაძე - "ვილნიუსის სამიტისთვის ახლა გაცხოველებული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს"

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე თვლის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში წინსვლას სჭირდება უკრაინის მსგავსი პროაქტიული მიდგომა, რომელიც ერთ შემთხვევაში გეოპოლიტიკურ კონტექსტებზე მიბმაში შეიძლება გამოიხატოს, მეორე მხრივ კი უკრაინის დინამიკაზე მიბმით, რასაც თავის მხრივ ახლავს სირთულე, ვინაიდან უკრაინასთან ორმხრივ ურთიერთობაში გაუარესებაა. ეს აისახა კიდეც GIP-ის "საქართველოს მმართველობის ინდექსში", რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.

პუტინის ვიზიტის წინ ვოლგოგრადში სამართალდამცველები აქტივისტებს ემუქრებიან და ახშობენ ინტერნეტს

Radiotavisupleba.ge 

2 თებერვალს ვლადიმირ პუტინს ვოლგოგრადში ელოდებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. ვოლგოგრადში პუტინის ჩასვლამდე ხელისუფლებამ უსაფრთხოების მთელი რიგი ზომები მიიღო, რასაც მოსახლეობა "უპრეცედენტოს" უწოდებს. კერძოდ, პოლიციამ მიაკითხა ქალაქის აქტივისტებს და გააფრთხილა, რომ „არ დაუშვან წარსულის შეცდომები.“ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, შტაბის ყოფილმა კოორდინატორმა ევგენი კოჩეგინმა „კავკაზ.რეალიის“ უთხრა... Читать дальше...

მოლდოვამ ლავროვის განცხადებას უწოდა რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი რიტორიკის ნაწილი

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლეთს სურს მოლდოვა გადააქციოს „შემდეგ უკრაინად“. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ვოდემ ლავროვის განცხადება შეაფასა რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი, მუქარის შემცველი რიტორიკის ნაწილად. კიშინიოვი მოსკოვს შეახსენებს, რომ მოლდოვა მიდის ევროკავშირში გაწევრების გზით, რომელსაც მხარს უჭერენ ქვეყნის მოქალაქეები და მათ, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სურთ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. Читать дальше...

მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

News.ge 

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მსახიობი, ოსკარზე ნომინირებული ფილმის („დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) რეჟისორის ედვარდ ბერგერის ახალ ფილმში „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. „კონკლავში“, რომლის სიუჟეტის მოქმედებაც ვატიკანში ვითარდება, მერაბ ნინიძესთან ერთად მონაწილეობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: რალფ ფაინსი, იზაბელა როსელინი, სტენლი ტუჩი და ჯონ ლითგოუ მიიღებენ. ფილმი, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და პაპის გარდაცვალების ...


Музыкальные новости
Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)





Rss.plus
Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)




Актриса Инга Лепс опубликовала редкое фото с мужем

Российская компания «Гравитон» начала серийный выпуск твердотельных накопителей

Столица двинулась на «Восток»: чем занимаются путешественники на трассе М-12

Академический хор «Каданс» выступил с концертом в Химках




ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

News.ge 

“მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ “ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის” ვერ გაუძლო ზოგმა ამხელა სისწორეს,” – წერს სოციალურ ქსელში სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

News.ge 

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ინსულინის პროგრამაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით, უწყებასთან აქცია გამართეს მშობლებმა, შემდეგ კი მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შენობაში შევიდნენ. პროტესტის ამსახველ კადრებს მოქალაქე მარიამ ხუნწარია სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მოქალაქე წერს, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, მინისტრმა მათ პასუხი გასცეს ინსულინის დეფიციტზე. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დიაბეტიანი ბავშვების მშობლებს პრეტენზიები აქვთ ნემსების სპეციალური თავების დეფიციტთან... Читать дальше...

მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

News.ge 

უკრაინაზე ახალი შეტევის დროს რუსულ ჯარებს შეუძლიათ ორი ან სამი სხვადასხვა მიმართულებიდან წასვლა. რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გეგმავს კიევის ალყაში მოქცევას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ვფიქრობ, პუტინისა და მისი ხალხის გეგმა, ისევე როგორც ვალერი გერასიმოვის, არის უკრაინის ალყაში მოქცევა.  წარმატებისთვის  რუსეთს სჭირდება თავდასხმა სამი მიმართულებით. ამიტომ,  ვფიქრობ, რომ უკრაინელები ...

კათოლიკური ეკლესია მირქმას ზეიმობს

News.ge 

კათოლიკური ეკლესია მირქმას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიმართვას ავრცელებს. „დღეს, 2 თებერვალს, კათოლიკური სამყარო ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას – მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავს. მირქმა უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ ...

იაგო ხვიჩია: კვლევები პოლიტიკურ რეალობას ვერ აჩვენებენ

News.ge 

100 ადამიანიდან, თუ 70 არ გეუბნება, რას ფიქრობს, საკუთარ თავში უნდა დაინახო პრობლემა – დაუჯერებლად მეჩვენება, გასული წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობისთვის ნდობა უფრო მეტ ადამიანს გამოეცხადებინა, ვიდრე მანამდე უცხადებდა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც NDI- ის კვლევებს გამოეხმაურა. ხვიჩიას მიაჩნია, რომ ასეთი სახის კვლევები პოლიტიკურ რეალობას ვერ აჩვენებენ. „როცა კვლევის შედეგად ამოვა ...

უკრაინის საგარეო საქართველოს ხელისუფლებას - ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური შურისძიებისთვის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს "საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების თანახმად, "საქართველოს ხელისუფლება სსრკ-ს „ენკავედეს“ ყველაზე ცუდი ტრადიციებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიმართავს, უარს ეუბნება სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს". ... Читать дальше...



Москва

Выпуск инновационных протезов наладят в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Рост обрабатывающих отраслей в Москве демонстрирует 17 процентов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Розенбаум

Розенбаум высказался о пластических операциях




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Баскетболист ЦСКА Хэнлан назвал Москву лучшим местом для жизни

Сотрудник ОМОН «Крепость» стал бронзовым призером на соревнованиях Центрального округа Росгвардии по боксу

Расплата за расточительство! ФК «Оренбург» на домашнем поле уступил ФК «Динамо» (Москва) – 1:2


Елена Рыбакина

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Заболеваемость COVID-19 снизилось в стране



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России