103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 11.02.2023

გარდაიცვალა ორადურ-სურ-გლანში 1944 წელს ნაცისტური „ეს-ეს“-ის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ბოლო მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

97 წლისა გარდაიცვალა საფრანგეთში, ორადურ-სურ-გლანში 1944 წლის 10 ივნისს ნაცისტური „ეს-ეს“-ის სატანკო დივიზიის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ბოლო მოქალაქე, რობერ ებრასი. ებრასის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის „ხსოვნის ეროვნულმა კავშირმა“ გარდაცვლილის ოჯახის და სოფლის მეთაურის სახელით. 1944 წლის 10 ივნისს „ეს-ეს“-ის ერთ-ერთმა სატანკო დივიზიამ, რომელიც ცენტრალურ საფრანგეთში იყო განთავსებული, ფრანგი პარტიზანების წარმატებული ოპერაციების შემდეგ შურისძიების აქტის სახით გაანადგურა მთელი დასახლება... Читать дальше...

“ცხოვრება წარსულში“ - Pet Shop Boys-მა ვლადიმირ პუტინის შესახებ სიმღერა გამოუშვა

Radiotavisupleba.ge 

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა. სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდილის დროს მე მახსენებდეს“, - ისმის სიმღერის ტექსტში. Читать дальше...

ირანის პრეზიდენტი თვლის, რომ საპროტესტო გამოსვლებმა მარცხი განიცადეს - ირანი ისლამური რევოლუციის წლისთავს აღნიშნავს

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის 44-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში თქვა, რომ საყოველთაო ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებმა მარცხი განიცადეს. მან ეს განაცხადა 11 თებერვალს, როცა ათასობით ირანელმა მსვლელობა მოაწყო ირანის ქალაქებში, ხოლო სამხედროებმა თეირანში თავიანთი ტექნიკის დემონსტრირება გამართეს. ირანში ყოველწლიურად იმართება ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია. 1979 წლის ისლამურ რევოლუციად წოდებული მოვლენების შედეგად დაამხეს ფეჰლევების დინასტია. Читать дальше...



"თავისუფლება სააკაშვილს" - შეკვეთილში "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს

Radiotavisupleba.ge 

ამ წუთებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს, შეძახილებით „მიშა! მიშა!“, „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!“, და მოითხოვეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება. დემონსტრანტებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და განაცხადა, რომ მათ დანებების უფლება არ აქვთ და ბრძოლა უნდა გააგრძელონ... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: ომის შეჩერების მცდელობაც კი არსად ჩანს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოს მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი - ომი აარიდა თავიდან. „ეს მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი რამენაირად გადმოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩერდება. ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია“... Читать дальше...

უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე გაერომ მშვიდობის დამყარების პირობების შემცველი რეზოლუცია უნდა მიიღოს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთი წლისთავის გამო, გაეროს გენერალური ასამბლეა 24 თებერვალს მიიღებს რეზოლუციას, რომლის განხილვა უკვე მიმდინარეობს. AP-ის თანახმად, რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინამ წარადგინა, უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პირობას და, ამასთან, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, არ აქვს ვეტოს უფლება ასამბლეის რეზოლუციისთვის კენჭისყრისას. Читать дальше...

CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია CNN-მა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები მოჩანს. გავრცელებული ვიდეოს ერთ ეპიზოდში ექსპრეზიდენტი პალატაში შედის, შემდეგ წონასწორობას კარგავს და საწოლთან ახლოს ეცემა, მეორე ეპიზოდში კი საწოლიდან ვარდება, ხოლო ექთნები მის დახმარებას ცდილობენ. ვიდეოები 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება და CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა. ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებს, რომ... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბაკურიანი მუდმივად მზად უნდა იყოს მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის“

Radiotavisupleba.ge 

„ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა და ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ყოფნისას, სადაც მან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. ღარიბაშვილი აცხადებს... Читать дальше...



შოლცს იმედი აქვს, რომ  Leopard-2-ის ტანკები მალე უკრაინაში გაიგზავნება

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედს გამოთქვამს, რომ Leopard 2-ის ტიპის 80 ტანკი მარტის ბოლომდე მზად იქნება უკრაინაში გასაგზავნად. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, დარწმუნებულია თუ არა ამაში, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება“. თუმცა გერმანიის კანცლერმა ისიც შენიშნა, რომ ამის განხორციელება „ადვილი არ იქნება“. მისივე თქმით, „ბერლინი ამ საკითხის წინ წაწევას ცდილობს, მოკავშირეებთან ერთად“. იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული... Читать дальше...

თურქეთში, მიწისძვრისგან დანგრეულ შენობებში კაცმა 4 მილიონი დოლარი იპოვა და პოლიციაში მიიტანა

News.ge 

თურქეთში, ჰათაიში საჯარო მოხელემ, რომელმაც მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებში 4 მილიონი დოლარი იპოვა, ნაპოვნი თანხა პოლიციაში მიიტანა. 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია 6 ათასამდე შენობა.

„კანონდარღვევა არ ყოფილა“: ხელოვანები სანდრო სულაბერიძის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სთხოვენ, კვალიფიკაცია შეეცვალოს მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროს ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის საკითხის მოლაპარაკებით მოგვარებას. ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.... Читать дальше...

მიხაილო პოდოლიაკი: კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას გადმოგვცემდა

News.ge 

კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას გადმოგვცემდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს. „ჩვენ სხვადასხვა დონეზე, როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, დიპლომატიური არხებით და პრეზიდენტის პირით, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია ...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მეპატრონე აეროპორტში დააკავეს

News.ge 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კომპლექსის Renaissance Residence-ის მფლობელი, სტამბოლის აეროპორტში დააკავეს, როდესაც  ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ოფიციალური თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მეჰმედ იასარ ჩოსკუნი საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში მონტენეგროში გამგზავრების მცდელობისას გააჩერეს. მეჰმედ ჩოსკუნი სტამბოლის გაზიოსმანფაშას რაიონში მთავარი პროკურატურის ბრძანებით დააკავეს. მისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. რენესანსის 12 სართულიანი... Читать дальше...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებაც ამით სარგებლობს…

News.ge 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხალხის ნდობის დასაბრუნებლად უნდა იზრუნოს, თუმცა, როგორც ხუხაშვილი ამბობს, მათ ამის გაკეთება ეზარებათ. „სანამ ისინი ხალხის ნდობას არ დაიბრუნებენ, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ? ხელისუფლებაც ამით სარგებლობს… და ამათ ეზარებათ – ახლა ზამთარია, ცივა, გაზაფხულზე წვიმები დაიწყება, ახლა, წვიმაში გარეთ ხომ არ გავლენ, ხომ შეიძლება გაცივდნენ, ზაფხულში მერე ხომ უნდა ...

გიული ალასანია: ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას შუამდგომლობით, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მას შესაძლებლობა მიეცეს პოლონეთში იმკურნალოს. კლინიკა „ვივამედში“ მისულმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება: „სუსტდება ყოველდღე, ადგომა, წამოდგომა უჭირს ძალიან. ჭამაც უჭირს, ლაპარაკი უჭირს, ყველაფერი უჭირს“. კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით კი... Читать дальше...

თეონა გეგელია: არ ვიცი აზრი აქვს თუ არა ამ ინფორმაციის გაზიარებას ქვეყანაში, სადაც 2013 წლის ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ხალხი ისევ ბედნიერად იშენებს ბინებს მდინარის კალაპოტში

News.ge 

“არ ვიცი აზრი აქვს თუ არა ამ ინფორმაციის გაზიარებას ქვეყანაში, სადაც 2013 წლის ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ხალხი ისევ ბედნიერად იშენებს ბინებს მდინარის კალაპოტში, მაგრამ იყოს მაინც ↓ 2007 წელს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია 1975 წლიდან 2003 წლამდე 42 ქვეყანაში მომხდარი 344 მიწისძვრის შედეგები. ამ კვლევამ აჩვენა, პირდაპირი კავშირი მსხვერპლის რაოდენობას და კორუფციას შორის: რაც ...

პოდოლიაკი კობახიძეს ურჩევს, ომზე კომენტარები არ გააკეთოს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და თქვა, რომ ქართული მხარე უნდა შეეცადოს და ომზე კომენტარები არ გააკეთოს. პოდოლიაკის განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ საქართველო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, რაც თავად საქართველოსთვის იქნება სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი: "რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“. Читать дальше...

მიხაილო პოდოლიაკი ირაკლი კობახიძეს: არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს

News.ge 

საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს – არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, ირაკლი კობახიძეს შეესწავლა, „როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა“. „საქართველომ უნდა დაიკავოს ...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში, ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პენტაგონში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯო ჯერარდი, ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Брановицкий

Продвижение Музыки. Раскрутка Музыки. Продвижение Песни. Раскрутка Песни.





Rss.plus
Яндекс

Дистрибьюция музыки в вк. Яндекс музыка дистрибьюция. Цифровая дистрибьюция музыка. Дистрибьюция музыки под ключ.




Итоги городского этапа экологической игры для школьников подвели в Лобне

В Архангельске задержан бывший депутат-госдумовец Григорий Шилкин

Эксперты оценили значимость строительства новых линий метро для столицы

Жители Дубны отправили бойцам СВО более тонны гумпомощи и УАЗ




უკრაინის გენშტაბი: რუსებმა უკრაინაში 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის 1.1 ათასზე მეტი ბოლო 24 საათში

News.ge 

რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის, 1 140 ბოლო 24 საათში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 267 ტანკს, 6 474 ჯავშანტექნიკას, 2 279 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 295 საბრძოლო თვითმფრინავს და 286 ვერტმფრენს, 5 134 ავტომობილსა და ...

lenta.ru: დუმის წევრ ოლგა ზანკოს სურს, ბარბარა ბრილსკა ფილმ ბედის ირონიიდან “წაშალონ”

News.ge 

დუმის წევრს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლგა ზანკოს სურს, ბარბარა ბრილსკა ფილმ “ბედის ირონიიდან” წაშალონ.   მიზეზი ომის მოწინააღმდეგე მსახიობის, ლია ახეჯაკოვას მხარდამჭერი განცხადებაა – ბრილსკამ განაცხადა, რომ მან ქვეყანა უნდა დატოვოს. “ლია, ასე გააგრძელე! ასეთი სამშობლო მისი ღირსი არ არის. რა თქმა უნდა, ის უნდა წავიდეს. ცხოვრებას გაუმწარებენ ეს კომუნისტები, წყეული ხალხი. უნდა წავიდეს ...

საქართველოს პარლამენტმა თურქეთის საელჩოს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ქველმოქმედებისთვის შეგროვილ თანხას დაემატა 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხაც. საქართველოს მთავრობამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 1 მილიონი ლარი გამოყო.

დისნეის ფილმები და სერიალები რუსული ვიდეოპლატფორმებიდან წაიშლება

Radiotavisupleba.ge 

მარტში რუსულ ონლაინკინოთეატრებს ეწურებათ ამერიკული სტუდია Disney-ს ფილმების, მულტფილმებისა და სერიალების ჩვენების ლიცენზია. კინოკომპანია არ გეგმავს ლიცენზიის განახლებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - ვიდეოსერვისებიდან ყველაფერი წაიშლება. ამის შესახებ წერს გამოცემა„ვედომოსტი“ - საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, ვიდეოსერვისების ტოპ-მენეჯერების და გარიგების პირობების მცოდნე კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით. ომის დაწყებისთანავე, "დისნეიმ", ისევე როგორც სხვა კინოკომპანიებმა, რუსეთში თავისი პროდუქციის დისტრიბუცია და ლიცენზირება შეწყვიტა... Читать дальше...

რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა ენერგეტიკულ ობიექტებზე დნეპროპეტროვსკის რეგიონში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული მედიის ცნობით, 11 თებერვალს, ღამით, რუსეთის მხარე ირანული წარმოების უპილოტო საფრენი „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავს დაესხა 3 ენერგეტიკულ ობიექტს დნეპროპეტროვსკის რეგიონში. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ არის მნიშვნელოვანი ზიანი. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ლისაკმა Telegram-ზე დაწერა: „დნეპროპეტროვსკის რაიონში ღამემ განგაშით და დრონების თავდასხმებით ჩაიარა, ისინი ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უმიზნებდნენ“. გამოცემა „უნიანის“ ცნობით კი, დრონებმა... Читать дальше...

სლოვაკეთი განიხილავს უკრაინის თხოვნას მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთში განიხილება უკრაინისთვის მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებების შესაძლო დაწყება მას შემდეგ, რაც კიევმა სლოვაკეთის მთავრობას საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით ოფიციალურად მიმართა. სააგენტო როიტერსის ცნობით, ამის შესახებ პარასკევს განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა. დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღს, ჯერჯერობით უარს აცხადებენ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების ან შორი შორი მანძილის სარაკეტო დისტანციური სისტემების მიწოდებაზე... Читать дальше...



Москва

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Конкурс грантов для НКО побил рекорд по числу одобренных заявок



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

IV Всероссийский форум школ родителей «Азбука семьи»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Офицеры Управления Росгвардии по Ивановской области стали призерами Чемпионата Центрального округа

Чемпионат Центрального округа по летнему офицерскому троеборью завершился в Москве

Танцевальный день «Двигайся в такт» от спортивного клуба «Колибри» в ТРЦ «Нора»


Зарина Дияс

Зарина Дияс может встретиться с Ариной Соболенко на топовом турнире



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Можно ли перевестись из одной автошколы в другую в процессе обучения?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России