103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება შეფერხებულია  

0
ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება ფაქტობრივად გაჩერებულია. 6 თვეა ვერ ახერხებს საგამოძიებო ორგანო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნის მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ექთანი ვინმეს დაუდევრობით გარდაიცვალა, არათუ ბრალი არ აქვს წაყენებული, დადგენილიც კი არ არის.


ახალციხელი ექთანი 18 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მესამე დღეს კლინიკა "იმედში", კოლეგამ აცრა. აცრიდან რამდენიმე წუთში იგი ცუდად გახდა, გონება დაკარგა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა. 27 წლის ასაკში გარდაცვლილ ქალს ქმარი და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.




19 ოქტომბერს მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა - გარდაცვალებიდან ნახევარი წლის გასვლის შემდეგ არც ოჯახმა და არც საზოგადოებამ არ იცის, რა მიზეზით გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი.  სამხარაულის ბიურო ვერ პოულობს სპეციალისტს, რომელიც ჩატარებული კვლევების შესწავლის შედეგად გარდაცვალების მიზეზებს მიაგნებდა. ექსპერტის დასკვნაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ის, თუ ვის წაუყენებენ ბრალს. 




"[მნიშვნელოვან] საკითხებზე მსჯელობის საშუალება არ გვაქვს, გვჭირდება გარდაცვალების მიზეზი - ეს რომ გვეცოდინება, აქედან მოხდება გატარებული ქმედებების შეფასება, მანამდე ძნელია ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი", - უთხრა რადიო თავისუფლებას მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა.


ექსპერტიზის ბიურომ ჯანდაცვის სამინისტროს კვალიფიციური ალერგოლოგ-იმუნოლოგის შესარჩევად 13 და 27 მაისს მიმართა. ორივე შემთხვევაში ექსპერტებმა უარი თქვეს კვლევაში მონაწილეობაზე. მათი ვინაობა კონფიდენციალურია.


საქართველოს კანონმდებლობით, მსგავს კვლევებში მონაწილეობისთვის ექსპერტის შრომა არ ანაზღაურდება, სპეციალისტს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარის თქვას. 


ექსპერტის შესარჩევად კიდევ ერთხელ - მესამედ სამხარაულის ბიურომ ჯანდაცვის სამინისტროს 9 ივნისს სთხოვა. 


"ამ ეტაპზე ველოდებით შესაბამის სპეციალისტს ექსპერტიზის გასაგრძელებლად", - უთხრეს რადიო თავისუფლებას ექსპერტიზის ბიუროში ოთხი თვის წინ გაგზავნილ მოთხოვნაზე. 


ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპერტის შერჩევა მათი არა ვალდებულება, არამედ კეთილი ნებაა. უწყებაში, რომლის ინტერესებშიც უნდა იყოს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, რადგან აცრიდან რამდენიმე საათში ექთნის სიკვდილმა, თითქმის მყისიერად შეაჩერა და შემგომაც შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში, აცხადებენ, რომ სამხარაულის ბიუროს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს დაუხმარებლად იპოვოს ექსპერტი. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც უწყება, რომელიც გასცემს სამედიცინო სერტიფიკატებს ყველაზე ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას ფლობს კონკრეტული სპეციალისტების შესახებ საქართველოში. 


ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ პარალელურად ექსპერტის კანდიდატურას ეძებენ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) დახმარებითაც. ENFSI-ის ინფორმაციით, ის 2009 წლიდან როგორც ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია სასამართლო ექსპერტიზის დარგში ევროკავშირის მიერ აღიარებულია.


ექსპერტების გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებში ჩართვა რომ პრობლემაა, ამაზე რადიო თავისუფლებამ რამდენიმე თვის წინაც დაწერა. აუნაზღაურებელ შრომასთან ერთად, კვალიფიციურ სპეციალისტის მუშაობა მხოლოდ საკითხში გარკვევით და  დასკვნის დაწერით არ სრულდება - პირადი დროის ხარჯზე მას მოუწევს  სასამართლო სხდომებზე ახსნა-განმარტებებიც. ძნელია იმის თქმა, როდემდე გაგრძელდება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების  საქმისთვის ექსპერტის ძიება - კანონმდებლობა შეზღუდვებს არ აწესებს. არ არის გონივრული ვადის გაწერილი.




ხანგრძლივი და უშედეგო ძებნის მიუხედავად, ექსპერტიზის ბიუროში დარწმუნებულები არიან, რომ საჭირო ექსპერტს იპოვნიან და ის თანახმა იქნება დაწეროს დასკვნა, რომელიც ოჯახს და გამოძიებას აუხსნის, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.


“სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმოებისას, პრაქტიკაში არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე მცდელობის შემდგომ, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მოხერხდა სპეციალისტის მოძიება”, - ამბობენ ექსპერტიზის ბიუროში.


ამ ეტაპზე გამოძიებით მხოლოდ ის არის დადგენილი, რომ მეგი ბაქრაძეს, სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინის შემცველი ნემსი, რომელიც პროტოკოლით იყო გათვალისწინებული, არ გაუკეთეს. მეტიც, ექიმი, რომელიც მედიასთან ამტკიცებდა, რომ ის თავად იყო ჩართული ბაქრაძისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში, იმ დროს შენობაში საერთოდ არ იყო. ამ საქმეზე ამ ექიმს და კიდევ ორ კოლეგას ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვთ წაყენებული. ისინი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.




 




Губернаторы России
Москва

Мэр Москвы Собянин заявил, что МЦД продлят в Тульскую область





Москва

Hybrid запустил онлайн-академию Hybrid Training Hub


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы Собянин заявил, что МЦД продлят в Тульскую область



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фрэнк Синатра

Мартин Скорсезе решил отложить съемки фильмов об Иисусе Христе и Фрэнке Синатре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

ГУАП на открытии XXIX Международного Биос-форума

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


WTA

Рейтинг WTA. Эрика Андреева обновила личный рекорд, Саккари выпала из топ-15, Шрамкова поднялась на 41 строчку



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России