103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

მეორე მსოფლიო ომის გახსენების ფონზე, ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს უთხრა, რომ დახმარება ქველმოქმედება არ არის

0
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ - რომელიც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, ვაშინგტონში - აშშ-ის კონგრესს 21 დეკემბერს უთხრა, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა წარმოადგენს ინვესტიციას დემოკრატიაში და არა ქველმოქმედებას, და გაიხსენა ამერიკელების მიერ გაწეული ძალისხმევა ნაცისტების დასამარცხებლად მეორე მსოფლიო ომში.


რუსეთთან ბრძოლაში მისი ქვეყნისთვის აშშ-სგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვების მოსურნე ზელენსკიმ, რომელსაც მისთვის უკვე ჩვეული, ხაკისფერი ტანსაცმელი ეცვა, კონგრესში მისვლამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა თეთრ სახლში.


ბაიდენმა ამერიკელებს და მსოფლიოს მოუწოდა გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა 2023 წელს, როცა დახმარებისთვის კონგრესის თანხმობა უფრო რთული მოსაპოვებელი იქნება.




აშშ-მა კიევისთვის 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის დახმარება გამოყო, იმ ფონზე, როცა გრძელდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უდიდესი სახმელეთო კონფლიქტი, რომელსაც ემსხვერპლა ათი ათასობით ადამიანი, მილიონობით პირმა სახლ-კარი დატოვა, ქალაქები დაინგრა და დაიწვა.


თუმცა რესპუბლიკელთა ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს თანხის ოდენობის თაობაზე. რესპუბლიკელები დემოკრატებისგან 3 იანვარს გადაიბარებენ წარმომადგენელთა პალატის კონტროლს, და არსებობს შიში, რომ ისინი მომავალი თვიდან შეაკავებენ სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ მილიარდობით დოლარს.


"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასადა დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით" - უთხრა ზელენსკიმ აშშ-ის სენატის და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებულ სხდომას, ინგლისურ ენაზე.




მან ასევე თქვა, რომ მსოფლიო ძალიანაა ურთიერთდაკავშირებული, და რომელიმე ქვეყანა ცალკე ვერ გადგება და თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს.


გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გადასცა უკრაინის დროშა ბრძოლის ველიდან, რომელიც, მისი თქმით, მას ბახმუტში მისცეს მებრძოლებმა. ზელენსკი ბახმუტში იმყოფებოდა აშშ-ში გაფრენამდე ერთი დღით ადრე.


კონგრესის წევრები ზელენსკის ფეხზე წამოდგომით, ოვაციებით და ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ, რამდენიმე მათგანს უკრაინის დროშის ფერების, ლურჯი და ყვითელი სამოსი ეცვა.


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის - რომელიც თანამდებობაზე 1933-დან 1945 წლამდე იყო - და ევროპის ნაცისტების ოკუპაციისგან გათავისუფლების ძალისხმევის გახსენებით, ზელენსკიმ მიმართა ამერიკელებს, რომლებიც შობის დღესასწაულზე ოჯახებთან ერთად შეიკრიბებიან.




"როგორც გულადი ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს და 1944 წლის შობაზე ჰიტლერის ძალებს შეებრძოლენ, გულადი უკრაინელი ჯარისკაცები იგივეს აკეთებენ... წლევანდელ შობაზე" - თქვა ზელენსკიმ.


მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით გამოყოფს 1.85 მილიარდ დოლარს, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ მოიგერიოს რუსეთის დარტყმები.


ზელენსკიმ ბევრჯერ მოუწოდა დასავლეთს უკრაინისთვის უფრო მაღალი ტექნოლოგიის იარაღის, მათ შორის თანამედროვე საბრძოლო ტანკებისა და ანტისარაკეტო სისტემების მიწოდებისკენ, თუმცა დასავლელი მოკავშირეები ამ მოწოდებას სიფრთხილით ეკიდებოდნენ, რადგან არ სურდათ რუსეთთან კონფლიქტის გაფართოების მცირე რისკის დაშვებაც კი.




Губернаторы России
Москва

«В ближайшие регионы»: Собянин анонсировал продление МЦД до четырёх областей





Москва

Можно ли перевестись из одной автошколы в другую в процессе обучения?


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин заявил о продлении наземного метро Москвы в Тульскую область



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Мариинка

Оперная труппа и симфонический оркестр Приморской Мариинки выступят в субботу на центральной площади Владивостока




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

ГУАП на открытии XXIX Международного Биос-форума

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


ATP

Токио (ATP). 1-й круг. Хуркач сыграет с Гироном, Берреттини – с ван де Зандшульпом



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Председатель СК России поручил возбудить дело после нападения мигранта на врачей в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России