103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ (СНВ-3) შეთანხმებაში მონაწილეობას

0
ვინაიდან ნატოს და აშშ-ს რუსეთის სტრატეგიული დამარცხება სურთ, მოსკოვი წყვეტს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ (СНВ-3) შეთანხმებაში მონაწილეობას,



„მათ სურთ სტრატეგიული დამარცხება მოგვაყენონ და ძვრებიან ჩვენ ბირთვულ ობიექტებზე. ამიტომ დღეს იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთის წყვეტს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავისი ყოველწიური მიმართვის დროს.


თავისი მიმართვის დიდი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა დაუთმო უკრაინაში მიმდინარე ომს, რომლის დაწყებიდან 24 თებერვალს წელიწადი შესრულდება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი „ზედმიწევნით და თანამიმდევრულად“ გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რომლისთვისაც ერთი წლის წინ „რუსეთის ისტორიულ მიწებზე“ სპეციალური ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.



„ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, - მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად გადავწყვეტთ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს“, - განაცხადა ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „დასავლური ელიტა“ და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე გამანადგურებელ ომში.


ამ მიმართვას ესწრებოდნენ რუსეთის ცენტრალური და რუსეთის რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები, ფედერაციის საბჭოს წევრები, კრემლის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელოვნების, კულტურის და მეცნიერების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოსაწვევები არ მიუღიათ „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხული მედიის წარმომადგენლებს.




პუტინის მიმართვამდე ერთი დღით ადრე, კიევს მოულოდნელად ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის დაფინასებას დაჰპირდა.



„პუტინის დამპყრობლური ომი მარცხდება. რუსეთის არმიამ დაკარგა იმ ტერიტორიის ნახევარი, რომელიც ადრე ჰქონდა ოკუპირებული. ახალგაზრდა ნიჭიერი რუსები გარბიან ქვეყნიდან, რადგან ვერ ხედავენ მომავალს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში განხეთქილების შეტანასა და უკრაინის სისუსტეზე აკეთებდა გათვლას.





24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, რომელსაც რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებს.
უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის არმია, უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი, მთელი ძალებით ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
ომის განმავლობაში აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარარებას და ახლა უკვე ტანკებსაც. 
კიევი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, იმედოვნებს, რომ შეძლებს კოლექტიური დასავლეთის დარწმუნებას, მიაწოდოს სამხედრო თვითმფრინავები, რაც უკრაინის არმიას შემდგომ წარმატებასა და რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.




Губернаторы России
Москва

Собянин: Началось строительство нового тоннеля на Рублево-Архангельской линии метро





Москва

Hybrid запустил онлайн-академию Hybrid Training Hub


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о строительстве Рублево-Архангельской линии метро



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Шнуров

Квартиры, бизнес, машины. Шнуров с женой могут делить имущество на миллиард




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Легенда мирового хоккея Игорь Ларионов - амбассадор бренда "Лошадиная сила"

Чемпионат Центрального округа по летнему офицерскому троеборью завершился в Москве

Танцевальный день «Двигайся в такт» от спортивного клуба «Колибри» в ТРЦ «Нора»


Кубок Дэвиса

Теннисист Надаль вошел в состав сборной Испании на Кубок Дэвиса



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

Написал сообщение родным и исчез: Депутат и бизнесмен внезапно пропали на вертолёте Robinson под Архангельском



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России