103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2023

ლევან მეტონიძე: „არც ლათინური და არც რუსული ანბანი არ უხდება აფხაზურს ისე, როგორც ქართული ანბანი“

0
აფხაზური ენა იმ მცირე ენების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. აფხაზეთში საქმისწარმოება რუსულად მიმდინარეობს, ახალგაზრდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს ენა არ იცის. არასამთავრო ორგანიზაცია Logos Caucasicus-ის დამფუძნებელი ლევან მეტონიძე მიიჩნევს, რომ აფხაზური ენის შესასწავლად უკეთესი იქნება, თუ აფხაზური დამწერლობა ქართულ გრაფიკას დაუბრუნდება. ქართული ანბანი აფხაზური ენისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. თუმცა, რუსიფიკაციის შედეგად, დღეს აფხაზები კირილიცაზე აწყობილ ანბანს იყენებენ. რადიო თავისუფლება ლევან მეტონიძეს ესაუბრა.


- თქვენ მუშაობთ ქართულ გრაფიკაზე დაფუძნებული აფხაზური ანბანის აღდგენაზე. მომიყევით ამის შესახებ.


- 2 წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ ქართველებს და აფხაზებს ერთად შეესწავლათ აფხაზური ენა. ეს იყო პროექტი, რომელიც Zoom-ის მეშვეობით მუშაობას ითვალისწინებდა. ახალგაზრდების გარდა, პროექტში ოფიციალური პირებიც უნდა ყოფილიყვნენ, მათაც უჭირთ აფხაზურად საუბარი. კავშირი გვქონდა აფხაზური ენის იქაურ სპეციალისტებთან. აფხაზური მხარე თანახმა იყო.


პროექტის მეორე ნაწილის თანახმად, ქართველები და აფხაზები სადმე ევროპაში მოწყობილ ბანაკში ისწავლიდნენ აფხაზურს. მაგრამ აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალა და ინალ არძინბამ ეს პროექტი, ასე ვთქვათ, „ჩაკეტა“.




ამის შემდეგ ქართულ ანბანზე გადასვლის იდეა გამიჩნდა. თუკი ჩვენ, ქართველებსა და აფხაზებს, არ გვეძლევა საშუალება, კირილიცაზე შევისწავლოთ აფხაზური, მაშინ აღვადგინოთ ძველი ანბანი, რომელიც 1938 წლიდან 1954 წლამდე მოქმედებდა. დავნერგოთ ის ენგურს გამოღმა საქართველოში.


კონფლიქტოლოგია იცნობს ფაქტებს, როდესაც ეთნოკონფლიქტები სწორედ იმ პრობლემის აღმოფხვრით გადაიჭრა, რა პრობლემის გამოც დაიწყო.


- ქართველებისთვის ეს ინიციატივა შესაძლოა ადვილი მისაღები იყოს, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება აფხაზებისთვის?


- ჩვენ თავს არ ვახვევთ. ჩვენ გვინდა, ეს ენგურს აქეთ ტერიტორიაზე დაინერგოს. გავაკეთოთ ის, რაც გააკეთა რუანდის ხელისუფლებამ. იქ იყო საშინელი ეთნოკონფლიქტი, 800 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შემდეგ მათ გაატარეს ენობრივი რეფორმა. რეგიონში დაინერგა რამდენიმე ოფიციალური ენა და მოსახლეობას ამ ენების შესწავლისა და ურთიერთობის საშუალება მიეცა.


დღეს აფხაზეთში რუსული ენაა გაბატონებული. აფხაზურ ენაში 64 ასოა, ქართულ გრაფიკაზე დაფუძნებულ ანბანში კი - 33 ასო, პლუს 3 ასო-ნიშანი და 3 დიაკრიტიკული ნიშანი. ქართული ანბანით ამ ენის შესწავლა გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია. ქართველებმა, რომლებიც აპირებენ აფხაზეთში დაბრუნებას და აფხაზებთან თანაცხოვრებას, აფხაზური ენა უნდა იცოდნენ, აფხაზებმა კი - ქართული.


- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა აფხაზური ენის სრულფასოვნად დანერგვა 30 წლის განმავლობაში?


- დამწერლობა არის პირველი მიზეზი. რუსულ ანბანშიც 33 ასოა, მაგრამ აქედან მხოლოდ 18 ასოა აფხაზურში გამოყენებული, დანარჩენი ასოები მოგონილი და ხელოვნურად შექმნილია. ეს ასოები მეორდება, მაგალითად, „კ“ მეორდება რვაჯერ. ამის დამახსოვრება და ქაღალდზე გადატანა ძალიან რთულია. რთული ენის ანბანით კიდევ უფრო გართულებას ჩიხურ მდგომარეობამდე მივყავართ. არც ლათინური და არც რუსული ანბანი არ უხდება ისე აფხაზურს, როგორც ქართული ანბანი.


- ამ იდეის განსახორციელებლად რამე კონკრეტული თუ გაგიკეთებიათ?


- პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ჩემმა ორგანიზაცია Logos Сaucasicus-მა და ორგანიზაცია „ამრამ“ ეს იდეა კონფერენციის საშუალებით საზოგადოებას გავაცანით. ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. შემდეგი ღონისძიებები უკვე საგანმანათლებლო მიმართულებებით იქნება.




Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о строительстве Рублево-Архангельской линии метро





Москва

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин подвел итоги конкурса грантов для социально ориентированных НКО



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

IV Всероссийский форум школ родителей «Азбука семьи»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Сборная команда Главного управления Росгвардии по Московской области вошла в тройку победителей на чемпионате Центрального округа

Чемпионат Центрального округа по летнему офицерскому троеборью завершился в Москве

Танцевальный день «Двигайся в такт» от спортивного клуба «Колибри» в ТРЦ «Нора»


WTA

Камилла Рахимова вышла во второй круг WTA-1000 в Пекине, обыграв Кимберли Биррелл



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Можно ли перевестись из одной автошколы в другую в процессе обучения?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России