ზაზა სარალიძეს სურს 4 ივნისს პრემიერ-მინისტრს შეხვდეს
![ზაზა სარალიძეს სურს 4 ივნისს პრემიერ-მინისტრს შეხვდეს](https://gdb.rferl.org/DA3A471B-4DF4-43D9-9758-5F79E2A38268_cx0_cy11_cw0_w800_h450.jpg)
ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ორშაბათს, 14 საათზე პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ამის შემდეგ თქვა, რომ მისი მეუღლე ცუდად არის და უნდა დატოვოს აქცია. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დაბრუნდება აქციის მონაწილეებთან. ზაზა სარალიძის გამოსვლის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ საჭიროდ ჩათვალა განემარტა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ორგანიზებული არ არის, რომ ეს ზაზა სარალიძის სურვილია - მივიდეს კანცელარიასთან. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები ზაზა სარალიძესთან ერთად მივლენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე და მას მთავრობის გადადგომის გეგმაზე დაელაპარაკებიან.