პროკურატურას ლევან ყიფიანთან ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა შეკითხვები
პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მას მერე, რაც ყიფიანმა თბილისის პროკურატურა დატოვა. ხაჭაპურიძეს დეტალებზე არ უსაუბრია. კომენტარი არ გაუკეთებია არც თავად ყიფიანს. მისი თქმით ის ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე გასცემს პასუხს ყველა კითხვას. გამომძიებლებს ლევან ყიფიანი ე.წ. „ომეგას საქმესთან“ დაკავშირებით ჰყავდათ ხელმეორედ დაბარებული.