Добавить новость
103news.com
World News
Май
2019

აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი უწყებები ოპოზიციას აფრთხილებენ

0
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ დაადასტურა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცენტრალური გზები გადაკეტეს სოფელ ტამიშთან და მდინარე ბზიფის ხიდზე. არშბას განცხადებით, მსგავსი ქმედება უკანონოა და აღიკვეთება.


სააგენტო „ტასის“ ცნობით, შსს-მ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისას კანონი მკაცრად უნდა იყოს დაცული, სამინისტრო შეურიგებელი ბრძოლის პოლიტიკას აწარმოებს კანონის უპატივცემულობის წინააღმდეგ და მზად არის მართლწესრიგის დასაცავად.


დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებები პოლიტიკური შანტაჟის ზღვარზეა და მიზნად ისახავს მცდარი, ან არასრული ინფორმაციით მოქალაქეთა განწყობებით მანიპულირებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რესპუბლიკაში ნეგატიური სიტუაციის პროვოცირება.


ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია და გზების გადაკეტვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.


მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.


ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის მოთხოვნით, მეორე დღეა სოხუმის ცენტრში, დე ფაქტო პარლამენტთან გრძელდება ოპოზიციის აქცია. მისი მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც მოითხოვენ.


ოპოზიციის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის გამო განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამაც. ის მოქალაქეებს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აქციების უკანონოდ ჩატარება და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები კანონით ისჯება.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России