ცვლილება კანონში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ – ეკა ბესელია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
დეპუტატი ეკა ბესელია, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. საკითხს დღეს კენჭს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უყრიან, რის შემდეგაც ბესელიას ხელმოწერებისთვის სპეციალურ ბლანკებს გადასცემენ.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მუხლის შეცვლას მოითხოვს და აცხადებს, რომ მოსამართლეები გარკვეული ვადით უნდა გამწესდნენ.
ეკა ბესელიას თქმით, ცვლილება უნდა შეეხოს იმ მოსამართლეებსაც, ვინც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უკვე დანიშნა უვადოდ.
„გვჭირდება 200 ათასი ხელმოწერა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და ვთქვათ უარი უვადოდ არჩეულ მოსამართლეებზე, მათ შორის ის მოსამართლეებიც, ვინც უკვე არის უვადოდ არჩეული, ისიც გადაინიშნოს ვადიანი ეტაპით. ვიდრე ქვეყანაში არ იქნება გამართული სასამართლო სისტემა და რეფორმა არ დასრულდება, იქამდე არ იყოს ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სამართლიანობის განცდას,“-განაცხადა ეკა ბესელიამ
