Добавить новость
103news.com
World News
Май
2019

კახა კალაძე: ვისურვებდი, ყველა მინისტრი ჩემზე მაღალი რეიტინგის იყოს

0
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ NDI-ს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს არ ენდობა და მას ამის საფუძველი აქვს, რადგან „წლების განმავლობაში NDI ამ კვლევებით ყოველთვის მანიპულირებდა და აცდენილი იყო რეალურ შედეგებს":


„შეგიძლიათ ნახოთ, რა შედეგები იდებოდა წინასაარჩევნოდ და რა შედეგებით სრულდებოდა ხოლმე არჩევნები. როცა კვლევას ატარებ, ცდომილება შეიძლება იყოს 2-3 პროცენტი, მაგრამ 15, 20, 30-პროცენტიანი ცდომილებებია, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს“, - განაცხადა კალაძემ - „თქვენ თუ გინდათ მათქმევინოთ, რომ ვენდობი კვლევას ჩემს ნაწილში, "რა კაია" და ტაში დავუკრა, ეგრე არ არის“.


მედიის შეკითხვაზე, კალაძის აზრით, რით არის გამოწვეული კონკრეტულად მისი მაღალი რეიტინგი, კალაძემ ასე უპასუხა:


„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ზუსტად ეს განწყობა, დამოკიდებულება, რასაც მე ვგრძნობ დედაქალაქის მოსახლეობისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, რასაც ვუფრთხილდები. ჩემს თანამშრომლებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა არ შენელდეს“.


თბილისის მერმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მისი რეიტინგით მხოლოდ იამაყებენ და ეს მას თანაგუნდელებთან  ურთიერთობაში პრობლემებს არ შეუქმნის.


"გუნდში რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უკეთესია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით და გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებით დამოკიდებულებას ავლენს დავით სერგეენკოსა და კახა კალაძის (40-40%) მისამართით.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России