Добавить новость
103news.com
World News
Май
2019

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორების კომერციული რისკების დაზღვევას არ აპირებს

0
საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად ასახელებენ კომერციული რისკების დაზღვევას. 


საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა.


„მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის რაზეც არის მიღწეული სამივე მხარეს შორის არის ის, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს ამ პროექტის მიმართ და უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ პროექტში და შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა ​დავუახლოვოთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად, გვაქვს შეთანხმება მიღწეული” - უთხრა ჟურანლისტებს მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, იმ საკითხებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მოლაპარაკების საგნად, მთავარი ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევაა.


„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს სწორედ, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის ის პოზიცია, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან და კონსორციუმთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, კრედიტორების მოთხოვნების სია საკმაოდ დიდია და მთავრობა მზად არის, რომ მათ ხელი შეუწყოს თითქმის ყველა მიმართულებით.


„ეს ნიშნავს, რომ პირველადი სახით რაც იყო ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის, ის გადაიხედება და მნიშვნელოვანდ უმჯობესდება ამ პროექტის სასარგებლოდ და შესაბამისად, კრედიტორების სასარგებლოდ“ - უთხრა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.


ამასთან, ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ კომერციული რისკების დაზღვევის საკითხში სახელმწიფო მეტ დათმობაზე ვეღარ წავა.


„მათ შორის ყველაზე მთავარი იყო ტვირთების რისკი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. არსებული პროგრამაც, რაც შეთანხმებული გვაქვს სავალუტო ფონდთან, არ ითვალისწინებს, რომ დამატებით სახელმწიფომ აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


ივანე მაჭავარიანის თქმით, პოზიტიურად არის განწყობილი, რადგან პროგრესს ხედავს, თუმცა, საჭირო იქნება მოლაპარაკების კიდევ რამდენიმე რაუნდი.


ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკება გაგრძელდა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში.“


პროცესში მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, აზიის განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის წარმომადგენლები და მხარეების ტექნიკური და იურიდიული მრჩევლები.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России