Добавить новость
103news.com
World News
Май
2019

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის

0
დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.


საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს. 


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. „ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია“ - უთხრა ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა.


ფინანსთა მინისტრის თქმით, წელიწადზე მეტია საუბრობენ დედოლარიზაციის აუცილებლობაზე, რათა მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამერიკულ დოლარზე.


„მათ შორის პარლმენტშიც იყო ცხარე დებატები, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტული რეგულაციები უნდა დავაწესოთ. შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში და ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად ყველგან ხდება და მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, კიდევ უფრო მეტად გვქონდეს იმუნიტეტი,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


ფინანსთა მინისტრის თქმით, დოლარზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე შემცირდება, თუმცა სრულად ვერ გაქრება, რადგან ამერიკული დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტაა. მაჭავარიანის თქმით, მთავარია შერბილდეს "რყევების ეფექტი."


"მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ის ნაწილი კი, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი. 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России