Добавить новость
103news.com
World News
Май
2019

ანაკლიის პორტის პროექტი და კომერციული რისკების დაზღვევა – საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება

0

ანაკლიის პროექტის მშენებლობა – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმის, საერთაშორისო დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. პროექტის მშენებლობისათვის საჭირო ასეულობით მილიონი დოლარის გამოსაყოფად საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციები 8 პუნქტიან მოთხოვნას აყენებენ.

ამ ეტაპზე ვერ ხერხდება შეთანხმება პორტის ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევაზე. მთავრობის წევრების თქმით, კომერციული რისკების დაზღვევაში სახელმწიფო ვერ შევა. ინფრასტრუქტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე შეუთანხმებლობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების გადავადების მიზეზი გახდეს.

„მთავარი და შეთანხმება ჩვენ შორის, რაზეც არის მიღწეული სამივე მხარეს შორის არის ის, რომ  ეს პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს ამ პროექტის მიმართ და უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთანდაკავშირებით ამ პროექტში და შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა ​დავუახლოვოთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად, გვაქვს შეთანხმება მიღწეული.

“ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება მოლაპარაკების საგნად და მთავარი აქ არის ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს სწორედ, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის ის პოზიცია, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბანკებთან და კონსორციუმთან იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის წევრების თქმით, საჭირო იქნება მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდის გამართვა. მინისტრები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.

„ერთი პოზიცია, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, არის კომერციული რისკების დაზღვევა, მათ შორის ყველაზე მთავარი იყო ტვირთების რისკი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ არსებულ პროგრამაში, რაც შეთანხმებული გვაქვს, სავალუტო ფონდთან, არ ითვალისწინებს, რომ დამატებით სახელმწიფომ აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე აქტიური მოლაპარაკებების და მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.

“ზოგადად, უმრავლეს საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავებები, ამიტომ ორი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ ყველა თემა ბოლომდე მივიყვანოთ, ყველა საკითხი. მაგრამ საზოგადოდ არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისათვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. ეს არის ძალიან დამაიმედებელი და მე ვფიქრობ, რომ იმ ტემპით და იმ რესურსებით, რომლებიც მოზიდულია ახლა ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России