ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ვლადიმირ პუტინის სახელი მიანიჭეს
„დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქუჩა ვლადიმირ პუტინის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის დაბადების დღეზე მიიღო, ნიშნად მადლიერებისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - თქვა კოჩიევმა.
ცხინვალში, „მოსკოვის“ მიკრორაიონში, აგრეთვე, არის შესახვევი, რომელიც ვლადიმირ პუტინის სახელს ატარებს.
7 ოქტომბერს პუტინი 67 წლის გახდა.
