Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2019

“ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” ჩინოვნიკები ჯავახეთში ნათესავების გამო ჩხუბობენ

0
ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ფრაქცია "რეგიონების" წარმომადგენელი ენზელ მკოიანი, ამტკიცებს, რომ მისი ძმის, მარდუნ მკოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მას თბილისში გადასაყვანად კატასტროფის ცენტრის დახმარება სჭირდება. 


3 დღის წინ პარლამენტის დეპუტატის ძმა და ახალქალაქის საკრებულოს წევრის სამველ პეტროსიანის შვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც გევორქ პეტროსიანს (საკრებულოს წევრის შვილი) მარდუნ მკოიანის (დეპუტატის ძმა) მანქანამ ქუჩაში სწრაფად ჩაუარა და მტვერი შეაყარა. 






"მარდუნ მკოიანმა ჰესზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და იქიდან რომ ბრუნდებოდა გზად გევო პეტროსიანი შეხვდა. გევო ვარჯიშობს და ამ დროს ქუჩაში მიდიოდა. ქალაქში გზებს აკეთებენ და ირგვლივ მტვერია. გევოს კიდევ ეგონა, რომ სიჩქარეს განზრახ მოუმატეს, რომ მტვერი შეყროდა, ჩხუბიც ამის გამო დაიწყო“, - ამბობენ ადგილობრივები, რომლებიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ. 


"გევორქი გამოეკიდა და მარდუნს რესტორანთან გადაუსწრო. იქ საუბარი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გევორქმა სახეში გაარტყა და მანქანისკენ წავიდა, მარდუნი საჭეზე დაეკიდა, თუმცა [გევორქმა] გაასწრო", - ჰყვებიან ჯავახეთში.






დეპუტატის ძმა ჟურნალისტებს არ ხვდება, მისი დეპუტატი ძმა კი მედიას უმტკიცებს, რომ დაპირისპირებიდან მე-4 დღეს მარდუნ მკოიანის მდგომარეობა დამძიმდა: "დაახლოებით 50 მეტრი მანქანით ათრია, ფილმებში არ ხდება, ალბათ, ასე. წუხელ ცუდად იყო და თბილისში გადაყვანა გახდება საჭირო".


მომხდარზე არც პეტროსიანები საუბრობენ. ახალქალაქის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" ამბობს, რომ მათი რეაქცია მკოიანების შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.






"ევექსის" რეგიონული ჰოსპიტლების კოორდინატორი ამბობს, რომ კლინიკაში ორი პაციენტი 4 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 15:00 საათისთვის შევიდა, "რომელთაც აღენიშნებოდათ სახის არეში მიღებული დაჟეჟილობები, ორივე მათგანს თვალბუდის მიდამოში სისხლნაჟღენთი და სახის არეში ღია ჭრილობა ჰქონდათ. კლინიკაში გაჩერდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მოგვიანებით კი სათანადო რჩევა-დარიგებებითა და ამბულატორიული მკურნალობით გაეწერნენ ბინაზე. წესით ხვალ ნაკერების ამოსაღებად ისევ უნდა მოვიდნენ კლინიკაში", - აცხადებს ხათუნა კეკელაშვილი.




მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს წამებას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России