Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2019

მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ დედანი პროკურატურაში მიიტანა

0
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძემ პროკურატურაში მიიტანა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.


„წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, რომ ყველაფერი ჩავაბარეთ პროკურატურას. დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამართლებრივი გზები, რომელიც არსებობს. თუ ამოვწურეთ სამართლებრივი გზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და შედეგი ვერ დადგა, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებებიც. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ და შეგპირდით, ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტები, რომელიც შეაფასებენ სიტუაციას და იმ სამართლებრივ აქტებს სად და როგორ გავასაჩივრებთ, ეს მომავლის საქმეა“, - განაცხადა პროკურატურაში წერილის დედნის ჩაბარების შემდეგ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“. ხაზარაძე და მისი უფლებადამცველი მოითხოვენ, პროკურატურამ აღნიშნული ანაბეჭდები საქართველოს ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს შეადაროს და ყველა მათგანი გამოკითხოს იმის დასადგენად, რა შემხებლობა ჰქონდათ ამ წერილთან.


მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.


ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.


პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:


- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);


- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);


- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;


გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.


 


 






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России