Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News
Май
2020
1
2
3 4
5
6 7 8
9
10
11 12
13
14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26 27
28
29 30 31

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს „ტვიტერზე“ დაუწერა: „მე არ შემიწყალებია პოლიტიკური პატიმრები“

0
ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს „ტვიტერზე“ დაუწერა: „მე არ შემიწყალებია პოლიტიკური პატიმრები“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ კომენტარი დაუწერა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, რომელიც გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - დაწერა ანა ფოტიგამ გასულ პარასკევს.

საქართველოს პრეზიდენტი კი მას ამ კომენტარით გამოეხმაურა: „თუ დავაკონკრეტებთ, მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები". საქართველოში არ არიან პოლიტიკური პატიმრები და მადლიერი ვიქნები, თუ ამას გაითვალისწინებთ, როდესაც საქართველოს საკითხებზე აკეთებთ კომენტარს“.

ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამას წინ უძღოდა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად 9საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ), 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. საპასუხოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორები კი შეთანხმების შესრულების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდნენ. 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. მას „ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიში წერს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ“.

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა. „პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება შეთანხმების დარღვევას და სამართლიანი არჩევნებისთვის უარს ნიშნავს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - დაწერა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის წევრმა პოლონეთიდან ანჟეი ჰალიცკიმ.

შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხაელ გალერიმ და ვიოლა ფონ კრამონმა. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. მისი შეფასებით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა მთავრობა მას არ ასრულებს, რაც შეამცირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი ნდობას.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы и глава Башкортостана подписали соглашение в рамках ПМЭФ





Москва

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

В Зеленограде появится производство альбумина и иммуноглобулина — Собянин



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Тимати, Сергей Жуков, Артемий Лебедев, Александр Мостовой: какие звезды и известные личности посетили ПМЭФ-2024




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


Новак Джокович

Джокович — о травме: На данный момент, вроде все нормально, но я не знаю, что будет утром



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России