ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტომობილით გადაადგილება უკვე ნებადართულია. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ადგილზე რჩება თუშეთისკენ მიმავალი გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის ტექნიკა, რომელიც მეწყრის ან სხვა გარემო პირობების გაუარესების შედეგად ჩახერგილ გზას გაასუფთავებს. თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე ყოველთვის იკეტება. ამ პერიოდში მთაში დარჩენილ მოსახლეობასთან კონტაქტი მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდება. თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ ვერტმფრენი, რომელიც კვირაში ერთხელ ასრულებდა რეისს, თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს და საქართველო-რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს. აღსანიშნავია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნა წელს დაგვიანდა, რადგან გზის 36-ე კილომეტრზე მაისის თვეში ზვავი ორჯერ ჩამოწვა. ზვავმა საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად ჩახერგა.ამავე მონაკვეთზე 5 მაისს უბედური შემთხვევაც მოხდა. მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა. ისინი გზის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდნენ. ერთი მალევე ამოიყვანეს და სხვადასხვა სახის ტრავმით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მეორის გვამი კი სამდღიანი ძებნის შემდეგ 8 მაისს იპოვეს. 23 მაისს სოფელ ქვემო ალვანში თუშმა მეცხვარეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. ისინი გზის დროულ გახსნას ითხოვდნენ
Moscow.media
103news.com —
международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.
Музыкальные новости
Спорт в России и мире
Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России