კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა - სამივე იმპორტირებულია
მისი ცნობით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 5 პაცინეტი გამოჯანმრთლედა. მკურნალობას აგრძელებს 49 პაციენტი. კლინიკაში მძიმე პაციენტები აღარ არიან.
6 ივნისისთვის საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 808 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 663 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 13. კარანტინის რეჟიმში 2 955 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276.
