Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2020
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20 21 22 23 24 25 26 27
28
29 30

ზურაბიშვილი: მომსწრენი გავხდით თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე

0
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 21 სექტემბერს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილმა. ღონისძიება პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა. 


საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვით გამოსვლა ოთხ ძირითად თემად დაყო:



„პირველი - მშვიდობა.


გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდება ჯერჯერობით არ იქნა მხედველობაში მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს.


მაშინ როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად გაყინული მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა.



მეორე - სიცოცხლისუნარიანი პლანეტა.


ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა; დაგვარწმუნა, რომ ენერგიის მდგრად ტრანზიციასა და რესურსების მართვას ახლებურად შევხედოთ. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში.



მესამე - ინკლუზიური და ჯანმრთელი საზოგადოება.


კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით. ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისათის, რათა ხვალინდელი დღისათვის საჭირო გამძლეობა განავითარონ.



მეოთხე და ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი, განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში.


მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით


მომავალი განვითარების ერთადერთი საშუალება და ძირითადი რესურსი ცოდნისა და უნარების მქონე მოქალაქეები არიან.


ტოლერანტობა, რომელსაც ჩვენ, ქართველები ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობად მივიჩნევთ, ინტელექტსა და მორალურ სოლიდარობასთან ერთად - ის ღირებულებებია, რომლებმაც გაურკვევლობებით აღსავსე დროში გზა უნდა გაგვიკვალონ".






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России