Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2021

გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელი თეირანში ჩავიდა

0
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, თეირანში ჩავიდა, აშშ-ის სანქციების მოხსნისთვის ირანის მიერ დაწესებული ვადის გასვლამდე - იუწყება სახელმწიფო მედია. 


გროსი შეხვედრებს გამართავს ალი აკბარ სალეჰისთან, რომელსაც განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და ამჟამად ხელმძღვანელობს ირანის სამოქალაქო ატომური ენერგიის ორგანიზაციას, კაზემ ღარიბაბადისთან, ირანის ელჩთან IAEA-ში, და სხვა ოფიციალურ პირებთან - იუწყება ირანის მედია. 


გროსის ვიზიტის ფონია ირანის გაფრთხილება, რომ ის 21 თებერვლიდან აკრძალავს IAEA-ის ექსპერტების ჩასვლას თავის ბირთვულ ობიექტებზე, თუკი მათი ვიზიტების შესახებ მას მოკლე ვადაში გააფრთხილებენ - იმ შემთხვევაში, თუ აშშ არ მოხსნის სანქციებს, რომლებიც თეირანს 2018 წელს დაუწესდა. 


ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ 2015 წელს გააფორმეს საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შეზღუდვა, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა, განაცხადა რა, რომ ხელშეკრულების პირობები არ იყო საკმარისად მკაცრი საიმისოდ, რომ ირანისთვის შეუძლებელი ყოფილიყო ატომური იარაღის შექმნა. 


საპასუხო ნაბიჯის სახით, ირანმა ნელ-ნელა დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა, დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგის შევსებით, ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებით და საამისოდ მაღალი ტექნოლოგიის ცენტრიფუგების გამოყენებით. 


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ხელშეკრულებაში დაბრუნების გზებს. 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России