Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2021

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს

0
"საქართველოს ამბიცია ააშენოს წარმატებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატია ამ ისტორიულ კონსტიტუციაში არის დამკვიდრებული. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად ავღნიშნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ", - ნათქვამია მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის შექმნიდან 100 წლის თავზე.


"1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო სამართლებრივ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს ასახავდა.


საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა.


მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. მან სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩოებიც კი განამტკიცა. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორიენტირები შექმნა - ორიენტირები, რომლებიც დღემდე მეტად აქტუალურია", - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც და საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისკენ მოუწოდა. საქართველოს პარლამენტში კი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ბოლშევიკებს შეადარა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ საქართველოს წარსულშიც ბევრი დრო დაუკარგავს და ახლაც კარგავს პოლარიზაციასა და დაპირისპირებაში.


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России