Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2021

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს

0
„დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე, ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე თქვა, საქართველოს პარლამენტში. ამ გამოსვლისას მან აღნიშნა ისიც, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ნეობოლშევიკებისგან გაათავისუფლეს საქართველო.




„მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატრიოტისთვის ძალიან ამაღელვებელი თარიღია, და დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა ამის საფუძველს იძლევა, მაინც არ მინდა, ვიყო პათეტიკური, მაგრამ შეუძლებელია, ვილაპარაკოთ 21 თებერვლის დღესასწაულზე და არ გავიხსენოთ 25 თებერვლის კატასტროფა.


100 წლის წინ კონსტიტუციის მიღება პრაქტიკულად მოხდა ქვემეხების ქვეშ, იმ შტურმის ფონზე, რომელიც ისევ ქართველებისვე წინამძღოლობით შემოჭრილმა უცხო ძალამ, წითელმა არმიამ განახორციელა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.


ეს შემოჭრა დასრულდა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოებით, ოკუპაციით და საბოლოოდ ფაქტობრივი ანექსიით. თებერვლის ეს სუსხიანი დღეები ჩვენ გვახსენებს საუკუნისწინანდელ წარსულს, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის შიდა მტრები, ჩვენი დიდი ეროვნული იდეის მოღალატეები, ქართველი ბოლშევიკები შემოუძღვნენ საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიას და გაანადგურეს ყველაფერი ის, რაც გარანტირებული იყო რამდენიმე დღით ადრე მიღებული პირველი ქართული კონსტიტუციით.


როდესაც დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე, ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს. უკვე ნანახი გვაქვს ჩვენ რეპრესიები 100 წლის წინ და 10 წლის წინაც. ჩვენ გვაქვს ნანახი ეკლესიების ნგრევა მაშინაც და არცთუ ისე შორეულ წარსულში. ორგზის გვაქვს ნანახი პროგრესის სახელით ძეგლების აფეთქებაც, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრების ექსპროპრიაცია და თავისუფალი აზრის ცენზურაც. უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები, უკვე ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება, ეს დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.




 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России