Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2021

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - ზილფიმიანი ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინის დაგვიანებაზე უსვამს კითხვას

0
პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული და ახლა "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი ვაქცინაციის დაგვიანების გამო ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს. მისი თქმით, ყველა თვალს ადევნებს სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესს და ცნობილია, რომ უკვე ყველა იმ ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის აცრა, რომელიც "ოდნავ მაინც იმყოფება პრეტენზიულ ფორმაში, რომ რაღაცას წარმოადგენს". ზილფიმიანი დაინტერესდა, საქართველოში რომელი უწყების პასიურობამ გამოიწვია ვაქცინის შემოტანის პროცესის დაგვიანება.


"თქვენ ბრძანეთ, რომ დრო სჭირდება შერჩევას, შეძენას, მოლაპარაკებები, პლატფორმები... გეთანხმებით. მაგრამ ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არის საერთო ყველა ქვეყნისთვის, ყველამ ეს უნდა გაიაროს. [...] მე ამას ვუდგები შემდეგნაირად - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოში არ დაწყებულა [ვაქცინაცია]. ამას ჩვენ მივიჩნევთ დანაშაულებრივ პასიურობად. თქვენგან მინდა მოვისმინო, მაინც რომელმა უწყებამ გამოიჩინა პასიურობა, რადგან დღეს არცერთი ვაქცინა საქართველოს ტერიტორიაზე არ არის", - განაცხადა დეპუტატმა.


ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაგვიანებულ პროცესზე კომენტირებისას თქვა, რომ იმ ევროკავშირის ქვეყნებშიც კი დაბალია ვაქცინირებულთა რაოდენობა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა.


"არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქსპლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ისაუბრა ვაქცინის მწარმოებლებზეც, რომელთა ნაწილს თავად გაუჩნდა ვაქცინის წარმოებისას პრობლემა და თქვა, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, როცა ისინი წარმოების გაზრდას შეძლებენ, საქართველოს მეტი შანსი ექნება, მიიღოს საჭირო რაოდენობის ვაქცინები და, შესაბამისად, შესაძლოა მოსახლეობის დიდი ნაწილი წელსვე აიცრას.


"კოვაქსპლატფორმა“ არ არის შეფერხების მიზეზი, ამის მიზეზი არის თავად „ფაიზერი“, რადგან მას წარმოების კუთხით ჰქონდა შეფერხება, ვერ მოახერხა, დასავლეთის ქვეყნებისთვის და „კოვაქსპლატფორმისთვის“ მიეწოდებინა ის დათქმული რაოდენობა, რომელზეც ხელშეკრულებები არის დადებული. „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მსგავსი შეფერხებები არ არის და ვფიქრობთ, მოწოდება გეგმის მიხედვით განხორციელდება, პირველი კვარტალი იქნა დასახელებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ვაქცინების შემოტანა და ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ.


ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დიპლომატიური კორპუსი ინტენსიურადაა ჩართული პროცესში ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს განაცხადი გაკეთებული ვაქცინების გარკვეულ მოცულობებზე, თუმცა მათი მხრიდანაც იგივე მიზეზით ვერ ხერხდება ვაქცინების მოწოდება, რადგან ყველა ქვეყანამ შეისყიდა პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინა. ვაქცინის მიღების ვადები არის წლის პირველი კვარტალი, ვიცით, რომ მეორე, მესამე კვარტალი იქნება აქტიური მოწოდებების პერიოდი, რადგან ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ მათ წარმოებაზე პრობლემები არ ექნებათ", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მისი თქმით, საქართველოს მოთხოვნა ძირითადად გაგზავნილი აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლიცენზირებულ ვაქცინებზე, თუმცა ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ ვაქცინების მოპოვებაზე, რომლებიც აღიარების რიგში დგანან, რათა აღიარების შემდეგ მალევე გაფორმდეს მათთან ხელშეკრულება.


 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России