Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2021

“მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა”

0

მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25, – ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საკომიტეტო მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ კონტექსტით მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავიაციაში 2 ვერტმფრენი, 2022 წლის ბოლომდე კი – 4 ვერტმფრენი გვეყოლება. ასევე, საავიაციო პარკი მი-24-ებითა და ამერიკული UH-1- ებით შეივსება. ამ საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა:

„30 წელია, რაც 31-ე ქარხანა დაიხურა. იქ დასაქმებული 15 ათასი თანამშრომელი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მსხვილ დოვლათს ქმნიდა. ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ეს ქარხანა, დავიბრუნეთ თანამშრომლებიც, ვისაც გააჩნია კომპეტენცია. ასობით მილიონი ლარის ღირებულების ავიაციას გამოუჩნდა პატრონი. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობას, ასევე ვქმნით იმ დოვლათს, რაც ადრე საქართველოში იქმნებოდა. საკუთარი ძალებით უზრუნველვყავით ავიაციის აღდგენა. ამაზე ვერავინ ოცნებობდა“, – აღნიშნა მან.

კანდიდატმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” სამხედრო ტექნიკის – სამედიცინო დაჯავშნული მანქანების, ასევე შაშხანებისა და დრონების წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო წარმოების კუთხით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

“მე გახლდით ვიზიტით, სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩეხეთსა და პოლონეთში. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას “დელტას” ბაზაზე და იმედი გვაქვს, რომ ავაწყობთ ერთობლივ საწარმოებს”, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ სამხედრო წარმოებაზე, კერძოდ, „დელტას“ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ „დელტადან“ 40 ავტომანქანა მიიღო. მისივე განმარტებით, მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России