Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2021

ელისაშვილი გომელაურს: ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა?

0

ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი?, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

მან მინისტრობის კანდიდატს კითხვით ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეც მიმართა.

,,ბატონო ვახტანგ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?

გრძნობთ თუ არა პირად და უწყებრივ პასუხისმგებლობას ქაქუთში მომხდარ მოვლენაზე, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა უამრავი მოძალადის წინააღმდეგ, აბსოლუტურად დაუცველი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღარ მოხდეს?“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ჯუანშერ ბურჭულაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ ომის ვეტერანებს სახელმწიფო 22 ლარს უხდის, რაც სამარცხვინო რამაა.

,,არსებობენ ათასობით და ათი-ათასობით ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებსაც როდესაც სახელმწიფოს დასჭირდა წავიდნენ და საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე. ბევრი მათგანი დასახიჩრდა, ზოგმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ქართული სახელმწიფო ამ ადამიანებს, ვეტერანებს უხდის 22 ლარს თვეში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს სამარცხვინო რამ არის და არის დემოტივატორი, რომ სამშობლო გიყვარდეს და სხვა ადამიანებმაც გადაწყვიტონ საფრთხის შემთხვევაში საქართველოს თავი ანაცვალონ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ქართული მხარე აფხაზეთიდან და სოხუმიდან ორმხრივი დიალოგის წარმართვის კურთხით „წაყრუების რეჟიმშია გადასული“.

,,აფხაზეთიდან და სოხუმიდან ბოლო დროს დაჟინებით ისმის ორმხრივი, პირდაპირი დიალოგის სურვილი. ბატონი შამბა დაჟინებით ამაზე საუბრობს. მე მეჩვენება, რომ ჩვენი მხარე, ქართული სახელმწიფო, წაყრუების რეჟიმშია გადასული. თქვენ დონეზე არ მომისმენია მზაობა, რომ ჩვენ ვართ მზად დავსხდეთ აფხაზებთან და სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბროთ, მე მეჩვენება ასე თუ მართლაც წაყრუებით ვართ დაკავებულები?“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России