Добавить новость
103news.com
World News
Декабрь
2021

ლილუაშვილი „ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის" საქმეზე: ერთ-ერთი დასაკითხი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში

0
სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმის ფარგლებში გამოსაკითხ პირებზე მიანიშნა „რუსთავი 2"-ის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. გარდა ამისა, როგორც მან თქვა, რომ არა სუს-ის რეაგირება, დაგეგმილი იყო ხელისუფლების დამხობა.


„სახეზე გვაქვს ყველა ის ქმედება და ნაბიჯი, რომელიც საბოლოდ, ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების დამხობით, შეთქმულების გზით. ჩვენ გამოვაქვეყნეთ კანონიერად ჩაწერილი ფარული მიყურადების კადრები, რომელშიც აშკარად საუბრობენ, სწორედ, ამ გზაზე, - აღნიშნა ლილუაშვილმა და დაამატა, - ეს იყო აშკარად დაგეგმილი ღონისძიება, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვუკეთებ პროცესს, მე სამართლებრივ შეფასებაზე ვსაუბრობ".


სუს-ის ხელმძღვანელმა მიანიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ. „სხვათა შორის, ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს, რის გამოც ჯერ ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები, მათ შორის, ექსპერტიზები ამოღებულ ტექნიკაზე, ტელეფონებზე და ა.შ. დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში, როდესაც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს, იქნებიან ჯანმრთელები. ვფიქრობ, ეს მომენტები მალე დადგება".


როგორც ლილუაშვილი ამბობს, ერთ-ერთი დასაკითხი პირი ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.


„პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დამშვიდებულია, ერთ-ერთი დასაკითხი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობის კურსს, ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს ხანებში ალბათ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში".


სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.


29 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ეს საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.




სუს-ის თანახმად, "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით, მისასვლელი გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას".


მსგავს სცენარზე საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო. მან "იმედის" ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში დაიწყებოდა მუდმივი ქაოსი.


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России