Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2022

EU-ს ელჩი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე წუხილს იზიარებს აშშ და ევროპის საბჭო

0
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ გამოხატავს წუხილს საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. მან ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მედიასთან.


"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი, სახელმწიფო უწყებებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად და ეს საკითხი ჩვენ ნამდვილად გვაწუხებს. ევროკავშირმა ამ სამსახურში ჩადო დიდი ძალისხმევა და ასევე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. ამ აზრზე ვართ არამხოლოდ ჩვენ, წუხილს იზიარებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროპის საბჭო. როგორც ცნობილია დღეს ეუთო/ოდირის დასკვნაც გამოქვეყნდება ამასთან დაკავშირებით", - თქვა ევრკავშირის ელჩმა.


ამ კომენტარის მედიისთვის მიცემის პარალელურად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაასაჯაროვა ეუთო/ოდირის დასკვნა. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერებას. ხოლო, იმ შემთხვევაში კი თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე.


„ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, ის პროცესი თუ როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს.


ასევე მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია, დემოკარტიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოუკიდებელი ინტიტუტების მოქმედებაზე, მათ შორის ახლადშემქნილ სამსახურებზე, ამიტომ ის მკაცრ რეკომედნაციას აძლებს, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.




კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.


კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.


15 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России