Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2022

დონბასელ სეპარატისტთა ლიდერებმა პუტინს მიმართეს თხოვნით, ცნოს "დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები“

0
21 თებერვალს ე.წ. „დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების" ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ოფიციალურად მიმართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დონბასის ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. მიმართვა სახელმწიფო ტელეარხ "რუსეთი-24"- ის ეთერში გავიდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუშილინი და პასეჩნიკი მოსკოვში იმყოფებიან.



"მთელი ხალხის სახელით, ჩვენ გთხოვთ, აღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო და ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პუშილინის მიმართვაში. ლეონიდ პასეჩნიკი რუსეთის ლიდერს მიმართავს, რომ „სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, რომელთაგან 300 ათასი რუსეთის მოქალაქეა, გთხოვთ, აღიაროთ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა".



ერთი კვირის წინ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვენ, აღიაროს "ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობა.



21 თებერვალს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, რათა განიხილოს დუმის რეზოლუცია "დონბასის სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამ იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ.


მანამდე, 18 თებერვალს სეპარატისტული "ლუჰანსკის და დონეცკის რესპუბლიკების ლიდერებმა" მათ კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს, რაც მათ ახსნეს კიევის დონბასზე შეტევის გეგმით. უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ასეთ იერიშებს.



უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს საღამოს ტვიტერზე დაწერა, რომ ის სასწრაფო სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოითხოვს კრიზისის განსამუხტად. ამ ტვიტში საუბარია სამმხრივ ფორმატზე, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს შეიქმნა და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას, რუსეთსა და ეუთოს მოიაზრებს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России