Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2022

რიყის დოქები და "მიხაილოვის საავადმყოფო" კვლავ იყიდება, ამჯერად მუზეუმების მოსაწყობად

0
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 21 თებერვალს მედიასთან მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას თქვა, რომ სახელმწიფომ აუქციონზე კვლავ გაიტანა თბილისში მდებარე ორი ობიექტი - რიყის დოქები და "მიხაილოვის საავადმყოფო". ორივე შენობა სახელმწიფოს აუქციონზე რამდენჯერმე ჰქონდა გატანილი. ამჯერად, ეკონომიკის მინისტრის თქმით, შენობები იქ სამუზეუმო სივრცეების მოწყობის პირობებით გადის აუქციონზე.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, რიყის დოქების ადგილას განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის, ქართული ღვინის ან ციფრული ხელოვნების მუზეუმის. ამ ობიექტის ფასი აუქციონზე 10 მილიონი ლარი იქნება, იქ მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით.


„ეს არის თემა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა, საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ, ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს და რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაგრამ გვჭირდება ისეთი ინტერაქტიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით. ვფიქრობ, რომ დიდი, მსხვილი, მასშტაბიანი მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც არის დაინტერესება და ვფიქრობ, შეიძლება „დოქებში“ ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ე.წ. „დოქები“ ამჯერად 10 მილიონ ლარად იყიდება, შემდგომში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ამ ნაგებობის გასაყიდი ფასი, გასული ერთი წლის განმავლობაში, მკვეთრად შემცირდა: აუქციონზე პირველად გატანისას, 2021 წლის თებერვალში - 95 მილიონი ლარი იყო, ამავე წლის მარტში გამოცხადებულ აუქციონზე ის 71 მილიონად უნდა გაყიდულიყო, 2021 წლის აპრილში კი "დოქების" ფასი 47 მილიონად განისაზღვრა.




16 მილიონ ლარად აპირებს სახელმწიფო "მიხაილოვის საავადმყოფოს" გაყიდვას. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროს იმედი აქვს, რომ ახალი მფლობელის პირობებში ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც აღუდგება და მისი იერ-სახეც შენარჩუნდება.


"ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთ ადგილას, სადაც ტურისტების კონცენტრაცია დიდია, გაჩნდეს როგორც გასართობი, რეკრეაციული ადგილები გაჩნდეს, ასევე კულტურული, სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეები, მათ შორის, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, რაც პოპულარული მიმართულებაა ძალიან ბევრ ქვეყანაში“, - თქვა ლევან დავითაშვილმა "მიხაილოვის საავადმყოფოზე" საუბრისას. მისი შეფასებით, თბილისი ყოველთვის იყო სახელოვნებო მიზიდულობის ცენტრი, მნიშვნელოვნად იყო შენარჩუნებული მისი კულტურული, სახელოვნებო ტრადიცია და დამატებით ისეთი ატრაქციები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო ხელოვნების სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ჩამოიყვანს, მნიშვნელოვანი იქნება.


„აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ფუნქციურად, ზუსტად ამ ობიექტს - ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს" შენობას - ჰქონდეს ახალი, თანამედროვე მუზეუმისთვის საჭირო საგამოფენო სივრცის სტატუსი. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორთან კომუნიკაცია, რამდენიმე განაცხადი შესულია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და შესაბამისად, ველოდებით დაინტერესებას აუქციონზე და გამარჯვებულის გამოვლენას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России