Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2022

“გრიფით საიდუმლო” დოკუმენტების განსაიდუმლოების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

0
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს, რომელიც მან 2022 წლის 18 თებერვალს გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წერილში მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვდა მის მიერ 2013 წელს გამოცემული "გრიფით საიდუმლო" დოკუმენტაციების განსაიდუმლოებას. ეს დოკუმენტები არის მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული და რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაშია ბრალდებული.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განმარტების გაკეთება საჭიროდ ჩათვალეს იმისათვის, რომ "საზოგადოებში არსებული გავრცელებული კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ". მანვე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ მისი მოთხოვნის ადრესატი არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობაა.


“რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების განსაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების საქმისწარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ, უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, ყველა დოკუმენტი გადაგზავნილი იქნა მთავრობის ადმინისტრაციას, რომელსაც 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა მოეხდინა ამ დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და სხვადასხვა ღონისძიება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-21 წლებში რამდენჯერმე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას, რომ გადმოცემოდა აღნიშნული გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტები დღემდე არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ დოკუმენტებზე და მათ განსაიდუმლოებაზე”, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე.




პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას, ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.




 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России