Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2022

ოკუპირებული აფხაზეთი ემზადება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან დევნილთა მისაღებად

0
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებში ვითარების გამწვავების ფონზე, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მითითებები მისცა.


როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის პრესსამსახურში განაცხადეს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაევალა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან დევნილთა მიღებისა და განსახლების ორგანიზება.


„საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ აცნობა მზადყოფნის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს თავისი ქვედანაყოფები დონეცკსა და ლუგანსკში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების აღმოსაჩენად, ევაკუაციის აუცილებლობის შემთხვევაში. სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტს განუცხადეს, რომ მუდმივი კონტაქტი აქვთ კოლეგებთან. სახელმწიფოს მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შეიარაღებული ძალების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადასვლის დავალება გასცა, საქართველოს მხრიდან პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.


20 თებერვალს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის დონბასელ სეპარატისტებს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.




19 თებერვალს ე.წ დონბასის სახალხო რესპუბლიკებიდან დევნილთა მიღების შესახებ მზაობაზე განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან, დენის პუშილინთან სატელეფონო საუბარში მან თქვა, რომ „რესპუბლიკა მზადაა, მიიღოს ობოლი ბავშვების ჯგუფი დონბასიდან“, - ამის შესახებ ინფორმაცია ბიბილოვის პრესსამსახურმა გაავრცელა.




რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ლიდერებმა გამოაცხადეს ევაკუაცია და დაიწყეს ხალხის მასობრივი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე. თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კიევი აპირებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას.


დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ვითარების ესკალაცია შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს საბაბად, უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს აჰყვეს პროვოკაციებს და კიევმა საპასუხო ცეცხლი არც მაშინ გახსნა, როდესაც დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მანამდე სეპარატისტების პოზიციებიდან ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ლიდერების ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან უკვე მობილიზებულია რუსეთის არმიის 150 ათასი სამხედრო. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი ტექნიკურად უკვე მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს ომი.


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России