Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2022

ზურაბიშვილი: საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“

0
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" ცნობას, „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


„საქართველო კატეგორიუად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებას“, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია", - წერს პრეზიდენტი.


ზურაბიშვილი მიმართავს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საქართველო დგას მათ გვერდით და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას.




რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".




პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“


მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდეს უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.


დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი, რომლის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ალბათობით მალე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.



ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.



ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.


დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის ოლქის ერთი მესამედია, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი რეჟიმები აკონტროლებენ.


პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეგრამის არხით გავრცელდა დონეცკში გამართული ფოიერვერკის კადრები.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России