Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2022

ნატოს გენერალური მდივანი გმობს პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ცნობას

0
„ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ. ეს კიდევ უფრო უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრის კონფლიქტის მოწესრიგების ძალისხმევას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მონაწილე მხარეს რუსეთიც წარმოადგენს“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადებაში, რომელიც ალიანსის საიტზე გამოქვეყნდა მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ცნო ე.წ. დონეცკისა და ლუგანკსის რესპუბლიკების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.


იენს სტოლტენბერგი ხაზს უსვამს იმას, რომ 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელშიც რუსეთიც შედის, დაადასტურა თავისი სრული მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი, ხოლო დონეცკი და ლუგანსკი კი უკრაინის შემადგენელი ნაწილია.



„მოსკოვი განაგრძობს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უჭერს სეპარატისტებს. იგი ასევე ეძებს საბაბს უკრაინაში მორიგი ინტერვენციისათვის“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.


ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "მოკავშირეები მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ გააუქმოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია უკრაინაში და მის გარშემო, ასევე გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში


21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.



მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.



პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“



მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდეს უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.



ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობას და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა უხეშად ხელყო მინსკის შეთანხმებები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России