თეთრი სახლი პუტინის გადაწყვეტილებას პასუხობს
განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს განკარგულებას, რომელიც აკრძალავს ამერიკის მოქალაქეების მიერ ამ ე.წ. რესპუბლიკებთან ნებისმიერ კავშირს - ინვესტირებას, ვაჭრობას და დაფინანსებას.
"ეს განკარგულება ასევე უზრუნველყოფს
სანქციების დაწესებას ნებისმიერ პირზე, რომელიც უკრაინის იმ ტერიტორიაზე ოპერირებს", - წერია განცხადებაში.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტები მალე გამოაქვეყნებენ დამატებით დეტალებს და მალევე, ასევე გამოქვეყნდება გადაწყვეტილება დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ "საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას უკავშირდება".
თეთრი სახლი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეეხება დამატებით ზომებს და განცალკევებულია იმ სწრაფი და უმკაცრესი ეკონომიკური სანქციებისგან, რომელიც მოკავშირეებთან ერთად მზადდება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი განაგრძობს უკრაინაში შეჭრას.
განცხადება თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. `
