“ამ ხელისუფლებამ გამხადა ბუჩას ტრაგედიის თანამონაწილე” – ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხეს
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხეს. პროტესტის ამ ფორმით, პარტია “დროას” წევრი მარიამ სიჭინავა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა.
“აქ მოვედით იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, რომელიც, ღარიბაშვილის აზრით, პირველია სამეგრელოში, პასუხი გავცეთ საქართველოს მიერ რუსეთში გაგზავნილ კონტრაბანდაზე. როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი ამბობს საუბარი არაა, წიწიბურაზე და ბრინჯზე, არამედ საბრძოლო მასალაზე.
გუშინ ვიხილეთ ბუჩადან მძიმე კადრები. თავს ვგრძნობ, ძალიან ცუდად, რადგან ამ ხელისუფლებამ გამხადა ბუჩას ტრაგედიის თანამონაწილე”, – განაცხადა მარიამ სიჭინავამ.