Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News
Апрель
2022

ღუდუშაური: უკრაინა გახდა ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნების და დამნაშავე პირების დასაქმების ადგილი და ბუნებრივია, ომის დასრულების შემდეგ უკრაინასთან გვექნება მთელი რიგი კითხვები

0

„ლელოს“ რადიკალური კონგლომერატის სათავეშიც ერთი დირიჟორია, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახლავთ – მათ არცერთ საერთაშორისო და „უსაფრთხოების“ ინიციატივას არ განვიხილავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, პარტია „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ თავად მოამზადოს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რეზოლუციის ახალი პროექტი, ვინაიდან უკვე 43 დღეა მეგობარ სახელმწიფოში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ღუდუშაურის თქმითვე, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელწერა არ არის „პოლიტიკური კეკლუცობა”.

“ლელოს“ ამ რადიკალური კონგლომერატის სათავეშიც ერთი დირიჟორია, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახლავთ. ადამიანი, რომელიც თავისი მოქმედებით, დღენიადაგ სასირცხვილო ნაბიჯებით გამოირჩევა, ეს არის დირიჟორი. ამ ადამიანის დირიჟორობით შესრულებულ რაიმე ინიციატივას, რომლის მიზანი არის პოპულიზმი, ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა – მკაფიოდ ვუთხარით, რომ მათ არცერთ საერთაშორისო და „უსაფრთხოების“ ინიციატივას არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: ზოგადად, ესენი ერთი ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან.

„ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის პოლიტიკური კეკლუცობა თუ პოპულიზმით გაჯერებული, ვიწროპარტიული, მდარე ხარისხის სარეკლამო კამპანია. ამას ჩვენ არ ვაკეთებდით არასოდეს, არ ვაკეთებთ და მომავალშიც არ ვაპირებთ. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც მაღალი პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა, რომლის თითოეული ნაბიჯი არის შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი უსწრებს რიგ საკითხებში, კერძოდ კი არჯანსაღ, რადიკალურ თუ საბოტაჟურ მოქმედებებში“.

რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის საკითხს, ღუდუშაურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, „ქართულ ოცნებას“ უკრაინასთან მთელი რიგი კითხვები ექნება ბევრ საკითხთან მიმართებაში.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინაში მალე დამთავრდება საომარი მოქმედებები და უკრაინა მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რეჟიმს და ბუნებრივია, გვექნება მთელი რიგი კითხვები ბევრ საკითხთან მიმართებაში. იმ რეჟიმში, რაშიც უკრაინის მთავრობა მუშაობს, არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან, რომ მოვითხოვოთ პასუხები იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების და მათი მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. უკრაინამ გადადგა ძალიან არამეგობრული ნაბიჯი, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან ელჩი გაიწვია, მაშინ, როდესაც არცერთი ქვეყნიდან ეს არ გაუკეთებია. რატომ მაგალითად საქართველო? ჩავთვალეთ, რომ ომის რეჟიმში არიან და ამიტომ, არ ეგების, რომ ამ დროს, ღირსების მქონე ქვეყანამ გადადგას ეს ნაბიჯი და ჩვენ ღირსეულად მოვიქეცით, ძალიან ვაჟკაცურად და მეგობრულად. უკრაინა გახდა ჩვენი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მსჯავრდებულების, დამნაშავე პირების თავშესაფარი და დასაქმების ადგილი“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы и глава Башкортостана подписали соглашение в рамках ПМЭФ





Москва

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Инвестпортал Москвы станет основой для всероссийской площадки



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Новости и Культура, Дети и Россия: кукольный Театр Ульгэр выступил в Улан-Улан-Удэ в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки


Анна Курникова

Не выиграла ни одного турнира, дала имя покерной комбинации и стала домохозяйкой: как живет Анна Курникова



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России