Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News
Апрель
2022

რუსეთთან სუვერენიტეტით ვაჭრობას ვერ დავიწყებთ, დათმობებზე არ წავალთ - მიჰაი პოპშოი, მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი

0
რუსეთთან სუვერენიტეტით ვაჭრობას ვერ დავიწყებთ,  დათმობებზე არ წავალთ - მიჰაი პოპშოი, მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი

“თავიდანვე იყო გარკვეული გაუგებრობა სანქციებთან დაკავშირებით” - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის" ვიცე-პრეზიდენტი მიჰაი პოპშოი. იგი განმარტავს, რომ მოლდოვა მონაწილეობს სანქციებში, რამდენადაც ამის შესაძლებლობას სამართლებრივი ჩარჩოები აძლევს. “საბანკო სექტორი, თავისთავად, ჩართულია დასავლურ სანქციებში. ყველა ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის მოლდოვა - იქნება ეს გაერო, ევროსაბჭო, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია თუ სხვა - მათი ყველა პოზიცია გავიზიარეთ რუსეთთან მიმართებაში. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ეს ბევრად უფრო პრობლემური საკითხია, რადგან მოლდოვას ნეიტრალური სტატუსი კონსტიტუციაში აქვს გაწერილი. რაც შეეხება მომარაგებას - იქნება ეს გაზი, საწვავი, ხორბალი, მედიკამენტები თუ სხვა - მოლდოვა თავის მაქსიმუმს აკეთებს. ასევე, ახლახანს კიევს შევთავაზეთ გამნაღმველი ჯგუფის დახმარება“

რადიო თავისუფლება: ამ გადმოსახედიდან, რამდენად სამართლიანად გეჩვენებათ კიევის კრიტიკა თბილისისა და კიშინიოვის მისამართით?

მიჰაი პოპშოი: ემოციური გადმოსახედიდან მათი გვესმის - ჩვენი კიეველი მეგობრები ხომ შუა ომში არიან. რა თქმა უნდა, გვესმის მათი. ამავდროულად, ვაგრძელებთ მათ დახმარებას, რითიც კი შეგვიძლია. მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი დევნილი მივიღეთ ევროპის მასშტაბით და კიევში ეს იციან. სანამ უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ჩვენ მზად ვართ შევიფაროთ ქალები, ბავშვები, მოხუცები რომლებმაც ჩვენი საზღვარი გადმოკვეთეს და ამის კეთებას გავაგრძელებთ მანამ, სანამ უკრაინას დასჭირდება.

რადიო თავისუფლება: მინდა „საიდუმლოებით მოცულ“ აფეთქებებზე გკითხოთ დნესტრისპირეთის რეგიონში - სეპარატისტული მთავრობა მომხდარს უკრაინას აბრალებს, კიევი - რუსეთს, კიშინიოვის ოფიციალური პოზიციით კი ამის უკან ომის მომხრე პარტია დგას დნესტრისპირეთში. რა ხდება?

მიჰაი პოპშოი: თუ ნებას დამრთავთ, კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ. საიდუმლო არ არის, რომ დნესტრისპირეთის რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს თავისთან, „სახლში“. ერთგვარი პოლიციური სახელმწიფოა - არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფალი მედია, არანაირი პროტესტები, ყველაფერს ე.წ. უშიშროება აკონტროლებს. ჰოდა, როგორ მოხდა, რომ უკვე რამდენიმე დღე გავიდა და არათუ დამნაშავეები დააკავეს, საერთოდ არანაირი სამხილი არ აქვთ? ის, რომ არ სურთ ეს ინციდენტი გამოიძიონ, გვაფიქრებინებს, რომ ეს არის მათივე გაკეთებული- ერთგვარი „inside job“. ამიტომაც თქვა პრეზიდენტმა სანდუმ ის, რაც თქვა - რომ საქმე გვაქვს შიდა დაპირისპირებასთან ომის მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიებს შორის.

რადიო თავისუფლება: ასეც რომ იყოს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამაზე ისინი „ზემო ეშელონებიდან“ მწვანე შუქის გარეშე წავიდოდნენ...

მიჰაი პოპშოი: რა თქმა უნდა. ომის მომხრე პარტია, რომელსაც უნდა დნესტრის მარცხენა სანაპიროს დაეპატრონოს და დაინტერესებულია იმით, რომ მოლდოვა მიმდინარე კონფლიქტში ჩაითრიოს, მთლიანად და უსიტყვოდ მოსკოვს ემორჩილება.

რადიო თავისუფლება: შესაბამისად, ეს ვერ მოხდებოდა მოსკოვიდან „თავის დაქნევის“ გარეშე.

მიჰაი პოპშოი: რა თქმა უნდა, ვერა. მოსკოვიდან მწვანე შუქის გარეშე ისინი ვერც გაინძრეოდნენ. დნესტრისპირეთის ე.წ. არმია ფაქტიურად, რუსეთის არმიის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ომის მომხრე პარტია ცდილობს დესტაბილიზაციის გამოწვევას, რათა ესკალაციიისთვის რაიმე საბაბი შეიქმნას.

რადიო თავისუფლება: ეს ყველაფერი კარგად „ებმის“ რუსი გენერლის, რუსტემ მინეკაევის მიერ ახლახანს გაკეთებულ განცხადებას, რომ ომის მეორე ფაზაში რუსეთის მიზნებში შედის „სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი, [რომელიც] რუსეთს საშუალებას მისცემს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე და კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთში.“ რას მოასწავებს ეს მოლდოვისათვის?

მიჰაი პოპშოი: ზუსტად მოარტყით. იმიტომ რომ მთელი ორი თვის განმავლობაში დნესტრისპირეთიდან ჩამი-ჩუმიც არ გვესმოდა, ამ განცხადების შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და რუსული ტელევიზიის ერთ-ერთ „ცნობილ სახეს“ რომ დავესესხო - ვითომ ეს დამთხვევაა? რაღაც არა მგონია. კავშირი აშკარად შეინიშნება და ეს ძალიან გვაშფოთებს. მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური და სხვა მაღალჩინოსნები ამას უარყოფენ და მნიშვნელობასაც აკნინებენ.

რადიო თავისუფლება: რამდენად შვებისმომგვრელია მოლდოვისთვის ეს უარყოფა?

მიჰაი პოპშოი: სამწუხაროდ, არც ისე. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესკალაცია არ მოხდება და მოლდოვაში, დნესტრისპირეთის ჩათვლით, მშვიდობასა და სტაბილურობას შევინარჩუნებთ - ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ არათუ უბრალო მოსახლეობას, არამედ ე.წ. ელიტასაც კი ესკალაციის არანაირი ინტერესი არ აქვთ - მათ სულაც არ სურთ, მარიუპოლის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. პრორუსები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვთ. ასე რომ ვიმედოვნებთ, რომ ეს ინციდენტი გამონაკლისია და სიტუაცია არ გამწვავდება.

რადიო თავისუფლება: შეშფოთებასა და იმედებს მიღმა, პირდაპირ გკითხავთ - თუ მართლაც ესაა მოსკოვის გეგმა, რამდენად მზადაა მოლდოვა ამისთვის?

მიჰაი პოპშოი: მოლდოვა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, მზადაა, თავისი ტერიტორია დაიცვას.

რადიო თავისუფლება: არის კი? თქვენმა პრეზიდენტმა ხომ სულ ახლახანს განაცხადა, რომ სამხედრო რეფორმა გჭირდებათ.

მიჰაი პოპშოი: რა თქმა უნდა, გვჭირდება. თავს ვერ მოვიკატუნებთ - ფაქტია, რომ მოლდოვის არმიის შესაძლებლობები არასახარბიელოა. მაგრამ, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, მართლაც იქნა ესკალაცია, მოგვიწევს, იმით გავიდეთ ფონს, რაც გვაქვს. და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან სტაბილურობის შენარჩუნებაში.

რადიო თავისუფლება: რას უქადის მსგავსი სცენარი მოლდოვის ასე ნალოლიავებ ნეიტრალიტეტს?

მიჰაი პოპშოი: კარგია ნეიტრალიტეტი თუ ცუდი, ფაქტია, რომ ეს ერთადერთი გზაა, რაც თავდასაცავად გვაქვს. თუმცა, ირონიულია, რომ სწორედ რუსეთი, რომელიც დიდი ხანია ცდილობს ამ ნეიტრალური სტატუსის განვრცობასა და კიდევ უფრო დაკონკრეტებას, არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც 30 წელია არღვევს მოლდოვის ნეიტრალიტეტს იმით, რომ კიშინიოვის ნების საწინააღმდეგოდ, არ გაჰყავს რუსი სამხედროები ჩვენი ტერიტორიიდან.

რადიო თავისუფლება: ამას დიდი ხანია ითხოვთ და ახლახანს პრეზიდენტმა სანდუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსმა სამხედრო დანაყოფებმა მოლდოვის ტერიტორია უნდა დატოვონ. როგორ ფიქრობთ, ეს ომი ახანგრძლივებს მათ მოლდოვაში დარჩენის პერსპექტივებს თუ პირიქით? ისიც მინდა გკითხოთ, თუ რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთი შეელევა „კობასნას“ საბრძოლო მასალის საწყობს, რომელიც ყველაზე დიდი საწყობია მთელი ევროპის მასშტაბით?

მიჰაი პოპშოი: მეორე კითხვით დავიწყებ - ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საწყობი მართლაც უზარმაზარია (22000 ტონა საბრძოლო მასალა), ის ასევე დიდწილად გამოუსადეგარია, რადგან იქ შენახული ამუნიცია უკვე კატასტროფულად ვადაგასულია - საუბარია 60, 50, 40 წლის წინანდელ ამუნიციაზე, ყველაზე ახლებიც კი 35 წელს ითვლის. და მათი უმეტესი ნაწილის ტრანსპორტირება შეუძლებელია, ადგილზე უნდა განადგურდეს. დიდი ხანია ამაზე დისკუსიები მიდის, 2019 წელს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ კიშინიოვში ვიზიტისას თანამშრომლობა აღგვითქვა, თუმცა კონკრეტულ თარიღებამდე საქმე არ მისულა. ამ საკითხზე მსჯელობა ომის დამთავრებისთანავე უნდა განახლდეს, რადგან სიტუაცია სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება - ვნახეთ, რა მოხდა რამდენიმე წლის წინ ბეირუთში. აქაც იგივე კატასტროფა შეიძლება განმეორდეს, მეტიც, ვიტყვი, რომ „კობასნაში“ რისკები კიდევ უფრო დიდია. რაც შეეხება რუსი დანაყოფების გასვლას, ძნელია იმაზე სპეკულირება, დააჩქარებს თუ არა ომი ამას, მაგრამ ცხადია, გვინდა, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ომამდე უკრაინა მზად იყო მათთვის „მწვანე დერეფანი“ უზრუნველეყო, ყველაფერი მზად იყო ამისთვის. გვინდა ამ დისკუსიებსაც დავუბრუნდეთ ომის შემდეგ.

რადიო თავისუფლება: პრობლემები რუსულ გაზთან დაკავშირებით - მოგვარდა, გვარდება თუ ჯერ ვერ მოგვარდება?

მიჰაი პოპშოი: ამ ეტაპზე პროგნოზები ნაადრევია. იმედი გვაქვს, რომ მისაღებ ფასს შევინარჩუნებთ. სიტუაციას ართულებს ის, რომ რუსეთის ვალი გვაქვს, რომელიც უნდა გადავიხადოთ. არსებობს რისკი, რომ რუსეთი საერთოდ გამოგვირთავს გაზს. მაგრამ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ და ამავდროულად, საგანგებო სიტუაციის გეგმებზეც ვმუშაობთ. ყველა სცენარისთვის ვართ მზად.

რადიო თავისუფლება: თუ რუსეთი ამ თემას [პოლიტიკურ] ბერკეტად გადააქცევს, როგორ ფიქრობთ, რას მოგთხოვენ?

მიჰაი პოპშოი: ამ საკითხს პოლიტიკურ სიბრტყეში ვერ გადავიყვანთ, შემოდგომაზე მოლაპარაკებების დროსაც ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ ეს ეკონომიკური საკითხია და ისე უნდა გადაიჭრას, როგორც ეკონომიკური საკითხები იჭრება.

რადიო თავისუფლება: გერმანია და რუსეთიც იგივეს გაიძახოდნენ ნორდ სტრიმ 2-ის შესახებ, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა.

მიჰაი პოპშოი: გავიმეორებ: ჩვენს შემთხვევაში, ამ თემაზე დისკუსიები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ სიბრტყეში. რუსეთთან პოლიტიკურ დათმობებზე ვერ და არ წავალთ, რადგან სუვერენული სახელმწიფო ვართ და სუვერენიტეტით და თავისუფლებით ვაჭრობას ვერ დავიწყებთ. ჩვენ გადავიხდით ფასს - და ეს იქნება ეკონომიკური ფასი. რამდენადაც ძვირი არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, გვინდა, რაც შეიძლება მისაღებ ფასზე მოვილაპარაკოთ, მაგრამ დათმობებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე ადგილი არ ექნება, რადგან ეს ჩვენთვის შეუფასებელია. ვფიქრობ, რუსეთს ეს ესმის.

სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება ისეთ დროში, სადაც ეს მცნებები ჩვენს თვალწინ, უკრაინაში უხეშდ ირღვევა. როდესაც 2008 წლის მოვლენების გამო არავინ დაისაჯა, 2014-ში ყირიმი კი „იაფი დაჯდა“, თავისთავად ცხადია, ამან ზოგიერთები წაახალისა და დღეს ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. თუ ისტორია საერთოდ რამეს გვასწავლის, პირველ რიგში იმას, რომ მაამებლობა არასდროს მუშაობს. კარგია, რომ დღეს ბევრად უფრო მტკიცე და ერთიან საერთაშორისო თანამეგობრობას ვხედავთ და მოლდოვაც აქაა, ამ თანამეგობრობაში - ჩვენი მწირი რესურსების გათვალისწინებით ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას ამ დიდი განსაცდელის ჟამს.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს - ევროკავშირის კითხვარზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცი, უკვე შეავსეთ და გააგზავნეთ. რამდენად რთული იყო? საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ შევსებაზე მუშაობს და ხალხს აინტერესებს, რატომ ჭიანურდება ეს პროცესი.

მიჰაი პოპშოი: ჩვენ გავაგზავნეთ კითხვარის პირველი ნაწილი, მეორე, უფრო ვრცელ ნაწილზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ - ის უფრო ვრცელია და უფრო ტექნიკურ საკითხებს ეთმობა. პირველი ნაწილი არც ისე რთული იყო, უნდა ვთქვა. მალევე მოვრჩით, რადგან ყველა მნიშვნელოვანი აქტორი მობილიზებული იყო - ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენთან ძლიერი ერთიანობისა და სოლიდარობის განცდა არსებობს, ასე რომ წარმატებით გავართვით თავი. უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, მეორე ნაწილსაც გადავაგზავნით.





Губернаторы России
Москва

Собянин: На Арбате после реставрации открывается мемориальная квартира Пушкина





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

Евгений Миронов, Ирина Пегова, Кристина Асмус, Илья Авербух, Елизавета Арзамасова и другие звезды не фестивале «НЕБО»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области

Spirit. Fitness откроется в ТРЦ Мегаполис

Спортсмен умер после участия полумарафоне в Москве


ATP

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Диетолог Соломатина рассказала, кому стоит воздержаться от употребления яиц



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России