მოსკოვის მეტროში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ორმოცდაათზე მეტი ადამიანი დააკავეს კვირას მოსკოვის მეტროში. მათ შორის არიან პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მანამდე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით დაკავებულ პროექტი OVD-Info-სა და რამდენიმე საპროტესტო ტელეგრამის არხის ცნობით პოლიცია ადამიანებს სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებით შიფრავდა. დაკავებულთა უმეტესობას მოსთხოვეს ხელი მოეწერათ წერილობით გაფრთხილებაზე "უკანონო ქმედებების დაუშვებლობის შესახებ" წერილობით გაფრთხილებაზე , რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს. მაგრამ დაკავებულთა ნაწილი პოლიციის განყოფილებებში ოთხიდან ხუთ საათამდე იმყოფებოდა, უღებდნენ სურათებს და მოითხოვდნენ მათგან თითის ანაბეჭდების გაკეთებას.
OVD-Info-ს ცნობით, მოსკოველების მასობრივი დაკავებები უკავშირდება სხვადასხვა ტელეგრამის არხებში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ 12 ივნისს - რუსეთის დღეს დედაქალაქის ცენტრში უნდა ჩატარებულიყო.
შედეგად, მოსკოვში მნიშვნელოვანი აქციები არ გამართულა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოვიდა ერთკაციან პიკეტზე, რომელიც რუსეთის დედაქალაქში თითქმის ყოველდღიურად იმართება.