Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2022

დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მოსკოვში კონსულტაციები გამართა

0
მოსკოვში გაიმართა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა ოკუპირებული რეგიონის და რუსეთის გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე, - 14 ივნისს გამართული შეხვედრის შესახებ იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.


„შეხვედრის შედეგების შესახებ ცხინვალში გაიმართება პრესკონფერენცია. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მიერ ასევე გაკეთდება ერთობლივი განცხადება", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.


სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, ე.წ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯიოევი, დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ზნაურ გასიევი.


რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კოსაჩევი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და მარატ კულახმეტოვი, რუსეთის ელჩი ე.წ სამხრეთ ოსეთში.


მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უმასპინძლა. დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, ეს არის ალან გაგლოევის პირველი ვიზიტი მოსკოვში. ასეთ დროს ოკუპირებული რეგიონების ახლად არჩეულ ხელმძღვანელებს რუსეთის პრეზიდენტი მასპინძლობს ხოლმე, თუმცა გაგლოევს პუტინი არ შეხვედრია. ე.წ. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ალან გაგლოევმა, წინამორბედის ანატოლი ბიბილოვის ე.წ. რეფერენდუმის შესახებ მიღებული, 13 მაისის დადგენილება შეაჩერა და შექმნა საკონსულტაციო კომისია. სწორედ ამ კომისიასთან ერთად იმყოფებოდა გაგლოევი მოსკოვში.


რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას 13 მაისს მოაწერა ხელი მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა კრემლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო გზავნილი, რომ ახლა ამის დრო არ იყო.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России