რასა იუკნევიჩიენე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება: პუტინიც იგივენაირად ფიქრობს
ევროპარლამანტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, რასა იუკნევიჩიენე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
“პუტინიც იგივენაირად ფიქრობს და ლაპარაკობს”. – დაწერა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა:
“EPP არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში – საუბარი მაქვს კონკრეტულად ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოზე. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა, ვიდრე ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო რჩებიან EPP-ში, ანუ კრიმინალური პარტიები რჩებიან ევროპული პარტიის შემადგენლობაში, მანამდე, რა თქმა უნდა, იქნება სერიოზული პრობლემები”.
