Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2022

ირაკლი კობახიძე: კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის

0

როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია – კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ფრონტის გახსნის სურვილი აქვს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არ იცის, თუმცა „ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება ვინმემ ამაში ჩაითრიოს“.

„იმიტომაა მთავრობა, პარლამენტი და ხალხმა მმართველ პარტიას ნდობა იმიტომ გამოუცხადა, რომ რესურსი, რაციონალურად განვსაჯოთ ყველაფერი, სწორედ აქაა. სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფრისთვის არაა არჩეული, ის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სიმბოლური პრეზიდენტია. მთელი პოლიტიკური რესურსი თავმოყრილია მმართველ პარტიაში და სწორედ ამ რესურსით შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, რაციონალური ანალიზის საფუძველზე. ამის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის იმის გამო, რომ კონსტიტუცია მას ამის ბერკეტებს არ ანიჭებს. ეს გამოჩნდა ბრიფინგის ტექსტშიც – რაღაცები არ გაანალიზა თუ ვერ გაანალიზა, ამის სიღრმეში ვერ შევალ. შეიძლება ვერ გაანალიზა ან არ გაანალიზა, მაგრამ ფაქტია, ანალიზს იყო მოკლებული,

გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას.

მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვება ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჰაერიდან არაფერია მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის. 40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია და ასეთ დროს ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, რა კრიტიკას უძლებს ეს. ფორმალური მთავარსარდალია, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России