Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2022

პეტრო პოროშენკო: მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ

0

მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს. ამგვარ სიტუაციაში, რა საკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას, – ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის. ჩვენ არამხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რა საკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას“,- განაცხადა პოროშენკომ.

მან უპასუხა შეკითხვას, აკეთებს თუ არა მაქსიმუმს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დასახმარებლად.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი სახელმწიფო თავისი ურთიერთქმედების კოორდინირებას ახდენს იმისთვის,რომ მოხდეს ევროკავშირში შესვლა.აქ მოქმედებს კოპენჰაგენის კრიტერიუმი და ეს კრიტერიუმია: დემოკრატია, თავისუფლება, პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა. უნდა განხორციელდეს ის, რასაც მისდევს ევროკავშირი. მე მესმის,რომ თქვენ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება და თუ გსურთ ევროკავშირში წევრობა, სტატუსის მიღება, რა საკვირველია, თქვენ უნდა გაჰყვეთ ევროკავშირის აი ამ სანქციებს. სხვა გზა აქ,უბრალოდ,აღარ არსებობს“ ,- განაცხადა პოროშენკომ.

მისი განმარტებით, უკრაინაზე თავდასხმა საქართველოზე თავდასხმაა.

„მე მადლობით დავიწყე საუბარი და მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის. მადლობა მოვახსენე საქართველოს პოლიტიკოსებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზე, გაერთიანებულ ერებში. 5 წლის განმავლობაში ვხედავდი თქვენს მხარდაჭერას, ჩემს პრეზიდენტობისას. „ევროპის სახალხო პარტია“ და კიდევ სხვა გაერთიანებები ვგრძნობთ ამას და არ გაჩერდეთ, არ შეანელოთ, არ დაამუხრუჭოთ. დიდ მადლობას გიხდით, რომ მიიღეთ უკრაინელი ლტოლვილები, არნახულად ვაფასებთ ამ სტუმართმოყვარეობას და ამგვარ მდგომარეობაში ეს ყველაზე მთავარია. ამით ხდება დემონსტრირება იმისა,რომ ჩვენ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. როდესაც რუსეთი საქართველოს 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ გარკვეული შეიარაღება გადავეცით საქართველოს, რაკეტები და ა.შ. ასეთ მდგომარეობაში ერთიანობა კვლავ უნდა შევინარჩუნოთ. რა არის ეს ერთობა? პოლიტიკა სანქციების სფეროში. გარდა ამისა,ურთიერთგაგება და გაცნობიერება იმისა, რომ საქართველოში ყველას უნდა ესმოდეს – უკრაინაზე თავდასხმა ეს არის თავდასხმა საქართველოზე. როგორც იტყვიან, მეგობრები და ძმები ბრძოლის ველზე ვართ, საბრძოლო ძმობა გვაკავშირებს. საქართველომ ხომ უნდა დაიბრუნოს „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, ეს ყველას ესმის“,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России