Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News
Июль
2022

მდინარაძე შვეიცარიის ბანკის შესახებ: ენმ-ს არ შეუძლია ამ მასშტაბის ლობირება

0
მდინარაძე შვეიცარიის ბანკის შესახებ: ენმ-ს არ შეუძლია ამ მასშტაბის ლობირება

ბათუმში მყოფმა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არსებობს დიდი ინტერესი, რომლის გამო გარკვეულმა ძალებმა უზრუნველყვეს ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ:

„დავანებოთ ყველანაირ სუბიექტურ შეფასებას და მარტივი მოცემულობა წარმოვიდგინოთ: შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი უმსხვილესი ბანკი და მისი რეპუტაცია დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. არსებობს რაღაც სხვა დიდი ინტერესი. მთელი ბავშვობა, მთელ შეგნებული ცხოვრება ხომ ყველას გვესმოდა, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა არის ყველაზე მაღალი რეპუტაციის რომელშიც ეჭვიც არ შეაქვთ და ეს სისტემაც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც, როგორც ჩანს, უფრო მაღალ ინტერესზე სხვა ინტერესი დააყენა“.

ჟურნალისტების კითხვას მდინარაძის მოსაზრებით ვის შეეძლო ამის გაკეთება, დეპუტატმა უპასუხა, რომ პერსონიფიცირება შეუძლებელია და უბრალოდ არსებობენ ასეთი ძალები: „სახელს და გვარს ნუ მკითხავთ, უბრალოდ არ მიიღებთ პასუხს. მოდი ვაღიაროთ რომ ეს არ შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას", ხო წარმოუდგენელია?! „ნაციონალურ მოძრაობის" არ შეუძლია ამ მასშტაბის ლობირება, მაგრამ არსებობენ ძალები და უფრო მეტ კონკრეტიკას მე არ ვაპირებ. მაგრამ ყველა ხვდება, რომ არსებობენ ძალები რომლებიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი აყენებენ ეჭვის ქვეშ. მე როცა ამ ძალებზე ვსაუბრობ, ვერიდები მეტ კონკრეტიკას“.

იურიდიულმა ფირმან „ემ-ქეი-დი“, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან Credit Suisse-თან საქართველოს ექსპრემიერის ურთიერთობის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, პრესრელიზი გამოაქვეყნა.

„ემ-ქეი-დი“ უკმაყოფილოა იმით, რომ შვეიცარიული მედია არ დაინტერესდა 7 ივლისს მათ მიერ Credit Suisse-ის საკითხზე გამოქვეყნებული პრესრელიზით.

ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.

ღარიბაშვილი რეზოლუციის, სწორედ, იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსადმი სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.

"ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა, - წერს ღარიბაშვილი.

ის ამბობს, მისთვის პირადად შეურაცხმოყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.





Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации





Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Саксофонист Бутман нашел плюсы в отмене русской культуры за рубежом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Уверенная победа россиян на турнире ONE FRIDAY FIGHTS 66


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Клинический фармаколог «Евроонко» Дарья Камышова выступила на форуме, посвященном антибиотикорезистентности в стационаре



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России