Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News
Июль
2022

ალუდა ღუდუშაური: „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არაფერი უთქვამს გადაბრუნებული ელჩის და საელჩოს მისამართით

0

ყველაფერი უკან მიდევნებული ლამპრის მდგომარეობაში ხდება, ელჩმა თქვა, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია, ამის შემდეგ ვხედავთ განცხადებას, სადაც ნახსენებია კონკრეტული თარიღი და ხანგრძლივობა შეხვედრის, ცხადია, ამას სჭირდება პასუხები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვას.

როგორც ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განმარტა, აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე.

ღუდუშაურის თქმით, საინტერესოა, რა სტატუსით მოხდა კელი დეგნანსა და “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა.

“ცხადია, თვითონ საელჩოს ინტერესიც უნდა იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი დაესმება. ვისურვებდი უფრო მეტი სიცხადე ყოფილიყო, თუნდაც ქალბატონი ელჩის განცხადებაში. საინტერესოა, რა სტატუსით მოხდა ეს შეხვედრა და რა მიზანს ემსახურებოდა. შეხვედრის ხანგრძლივობაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. 3 საათი რაზე შეიძლება ისაუბრონ, როდესაც ადამიანი არ მონაწილეობს პოლიტიკაში“,- აცხადებს ღუდუშაური.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, დღემდე პასუხი არ არის, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოთქმულ „მძიმე ბრალდებებსა” და “ცილისწამებაზე“ და საჭიროა მკაფიო პოზიცია.

„უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველო იყო დადანაშაულებული, გახსოვთ როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას, თითქოს სანქცირებულ ტვირთებს ვატარებდით. ეს იყო მძიმე ბრალდება და ცილისწამება, რომელზეც დღემდე პასუხები ვერ მივიღეთ. ჩვენ გვჭირდება პოზიცია, რომელიც იქნება მკაფიო და ამომწურავი, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველ ხალხს”,- დასძინა მან.

ღუდუშაურმა ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტშიც, ის წუხილს გამოთქვამს, აღქმებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ელჩის მისამართით “ქართული ოცნების” პოზიციას უკავშირდება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით, „არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამთ“ და საქართველო ისე ახლოს არის აშშ-სთან, როგორც არცერთ ხელისუფლების დროს.

“გულწრფელად ვწუხვარ, რომ ელჩთან დაკავშირებით ასეთი აღქმები არსებობს, „ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით. ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ამას აღიარებენ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები. როდესაც არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები. უბრალოდ არ მესმის რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა, თავდასხმა ან მსგავსი რამ. მოსამართლე გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ის დაბლოკეს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო გვარამიას საქმეზე, ცხადია ეს არის გაუგონარი რამ, მაშინ გამობრძანდნენ და თქვან, რომ ეს არის მისაღები“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით პარლამენტის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, ღუდუშაურის თქმით, ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს, როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია, რადგან მათი მუშაობის მიზანი მხოლოდ “შოუების მოწყობაა”.

„ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს, როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია. სამუშაო ჯგუფები შევქმენით მეორე დღეს და შევუდექით 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულებას, 12 პუნქტიდან პირველი და უმთავრესი არის დეპოლარიზაცია, რომელსაც სჭირდება ორივე მხარის ნება. ჩვენ ეს ნება გამოვხატეთ, კარი გვაქვს ღია და ვაძლევთ თავიანთ პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, მაგრამ საბოტაჟს უკეთებენ ამ შეთავაზებას. ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომელიც 12 პუნქტს საერთოდ არ გულისხმობს, მათი მუშაობის მიზანი არის მხოლოდ შოუების მოწყობა. უნდა შევთავაზოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ წარმომადგენლები გამოყონ და დააკვირდნენ ამ პროცესს, რომელიც ღია და საჯარო იქნება“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах благоустройства на северо-востоке Москвы





Москва

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Столичный мэр реорганизовал управы в ТиНАО



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Shaman

Shaman встретился с подростком, который заработал на его концерт мытьем машин




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»

В Подмосковье сотрудники ОМОН «Русич» Росгвардии приняли участие в церемонии открытия соревнований по дзюдо среди детей и подростков

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»


Даниил Медведев

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Композитор

Композитор Классической музыки



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России