ლევან რატიანი: მომღერალ მამუკა ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
მომღერალ მამუკა ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ambebi.ge -ს განუცხადა.
“პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია… მართვით სუნთქვაზეა და აღინიშნება ჰემოდინამიკის რღვევა” – განაცხადა ლევან რატიანმა.
მამუკა ონაშვილი წუხელ ნატახტართან ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შეთხვვის შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მამუკა ონაშვილი, რომელიც საჭეს არ მართავდა. გარდაიცვალა ერთი პირი იმ ავტომობილიდან, რომელშიც მომღერალი არ იჯდა.
როგორც შსს-ს ში განგვიცხადეს, საქმე სსკ-ის 276-3 მუხლით არის აღძრული.