თბილისი-ფოთის მატარებელი სამტრედიაში მწყობრიდან გამოვიდა
სამტრედიაში მწყობრიდან გამოვიდა თბილისი-ფოთის მატარებელი. მგზავრებმა დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს გზის გაგრძელება.
რადიო თავისუფლებას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში უთხრეს, რომ „მცირე შეყოვნება ჰქონდა მატარებელს, ახლა დაძრულია".
აღსანიშნავია, რომ საჭირო გახდა მატარებლის ჩანაცვლება.