ესტონეთის ხელისუფლებამ საბჭოთა ძეგლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან აღება გადაწყვიტა
ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან აიღოს საბჭოთა ძეგლები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 400-მდეა.
"წითელი არმიის ძეგლები საჯარო სივრციდან უნდა მოიხსნას, ეს უკვე გადაწყვეტილია,"- განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.
ცალკე, იგი შეეხო ტანკ t-34ის ძეგლს ნარვაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა მის დანგრევას. "ტანკი მკვლელობის იარაღია. ეს არ არის მემორიალური ობიექტი. ასეთი ტანკები ახლა ხალხს ხოცავენ უკრაინის ქუჩებში. მის ქვეშ მეომართა საფლავებიც კი არ არის. საბოლოო მიზანი ნათელია: უნდა ავიღოთ ნარვაში არსებული ტანკი და წითელი არმიის სხვა ძეგლები იმ ადგილებში, სადაც ისინი ახლა არიან. მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრი აქვს", - განაცხადა კაია კალასმა.
მანამდე ლატვიამ გადაწყვიტა თავი დაეღწია საბჭოთა ძეგლებისა და მონუმენტებისგან. კერძოდ, რიგაში გადაწყვიტეს საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დანგრევა. ქვეყნის სხვა ქალაქებში ასევე იღებენ ან გადააქვთ ძეგლები. რიგის მოდელის მიხედვით, მათ საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოებს უწოდებენ.