ისრაელმა აშშ-ს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია, რის საფუძველზე დახურა პალესტინელთა არასამთავრობო ორგანიზაციები
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, ისრაელმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე დახურა პალესტინელთა 18 არასამთავრობო ორგანიზაცია.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა და შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების დახურვის გამო. ვაშინგტონი დაუკავშირდა ისრაელის ოფიციალურ, სხვათა შორის, მაღალი დონის პირებს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, განაცხადა პრაისმა პრესისთვის გამართულ მორიგ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა ჩხრეკა ჩაატარა შვიდი ორგანიზაციის ოფისში ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელი მათ შეიარაღებულ დაჯგუფებებისთვის დახმარების მიწოდებაში ადანაშაულებს.
"ჩვენ განვიხილავთ იმას, რაც მოგვაწოდეს და მივალთ საკუთარ დასკვნამდე", განაცხადა პრაისმა.
გაერომ დახურვები დაგმო და განაცხადა, რომ არ არსებობდა ისრაელის ბრალდებების სარწმუნო მტკიცებულებები. "მიუხედავად შეთავაზებებისა, ისრაელის ხელისუფლებას არ წარუდგენია გაეროსთვის არანაირი სარწმუნო მტკიცებულება ამ განცხადებების გასამართლებლად", - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილების განცხადებაში. "ამდენად, ეს დახურვები სრულიად თვითნებურად გამოიყურება".
გაერომ თანახმად, ეს ჯგუფებია „ადამერის პატიმართა მხარდაჭერის და ადამიანის უფლებათა ასოციაცია"; "ალ ჰაკი"; „ბისანის კვლევისა და განვითარების ცენტრი; „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - პალესტინა“; „ჯანდაცვის სამუშაო კომიტეტები (HWC); სოფლის მეურნეობის სამუშაო კომიტეტების კავშირი (UAWC); პალესტინის ქალთა კომიტეტების კავშირი (UPWC).
ევროპის კავშირის ცხრა ქვეყანამ განაცხადა, რომ გააგრძელებს ჯგუფებთან მუშაობას და აცხადებენ, რომ ამის საფუძველს მათ ისრაელის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წაყენებული ბრალდების მტკიცებულებათა უკმარისობაა.